ცხოვრების მიზანი უცვლელია . . .
ანოტაცია
ადამიანის ცხოვრების უმთავრესი დანიშნულება სამშოლოსა და ოჯახის მსახურებაა. სწორედ ამ ორ ფუნდამენტურ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაზე გადის გონიერი ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი. ღირსეულად და უანგაროდ ემსახურო ამ მარადიულ იდეალებს, იმთავითვე ნიშნავს, უარი თქვა ბევრ ამქვეყნიურ წუთიერ სიამოვნებაზე და, „თანამედროვე ქვეყნის“ მნიშვნელობის სიღრმისეული გააზრებით, გაცნობიერებულად, ერთგულად და შეუწირავად ემსახურო ქართულ სახელმწიფოს. ამის ნათელი დასტურია ბატონ ზურაბ ხონელიძის მიერ განვლილი წინააღმდეგობრივი ცხოვრებისეული გზა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში მკვეთრად გააქტიურებულ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის აქტიურ ბრძოლას და ძლიერი ეროვნული სახელმწიფოს შექმნის იდეას უკავშირდებოდა.











