ბიზნესი და კანონმდებლობა
https://ojs.b-k.ge/index.php/bk

საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ 2004 წლიდან გამოდის. იგი მკითხველს სისტემატურად აწვდის ბიზნესის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საგადასახადო, საბაჟო, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ეკონომიკური პროფილის ყველა დარგის, აგრეთვე, კანონმდებლობის ფართო სპექტრთან დაკავშირებულ საკითხებზე პროფესიონალთა მიერ მომზადებულ სტატიებს.

„ბიზნესი და კანონმდებლობა“ რეცენზირებადი და რეფერირებადია 2008 წლიდან. იგი აღიარებულია და თანამშრომლობს საქართველოს ყველა უმაღლესი განთლების დაწესებულებასთან, კავშირ-ურთიერთობები აქვს უცხოეთის ბევრ უნივერსიტეტთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

გამოსაქვეყნებელი მასალის რეცენზირება ხორციელდება რეცენზირებისთვის დადგენილი ეთიკური ნორმების დაცვითა და გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

ჟურნალი 2014 წლიდან მთლიანად ელექტრონულ ფორმატში ვრცელდება. განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“, მინიჭებული აქვს საერაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი (ISSN), ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI) და ინდექსირებულია საერთაშორისი საძიებო ბაზაში.

ონლაინ ISSN: 2960-9801
ბეჭდვითი ISSN: 1987-604

DOI: https://doi.org/10.52340/bal

პერიოდულობა: გამოიცემა წელიწადში ორჯერ - ივლისის დასაწყისამდე და დეკემბრის ბოლომდე. შესაძლოა, გამოვიდეს დამატებით სპეციალური ნომერი.
საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“ka-GEბიზნესი და კანონმდებლობა1987-6041ლატვიაში მდგრადი ტურიზმის განხორციელების ფაქტორების ანალიზი
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/879

ტურიზმის მდგრადობის კონცეფცია, რომელიც აბალანსებს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს, ფართოდ არის განხილული აკადემიურ ლიტერატურაში, მაგრამ ნაკლებად გამოიყენება პრაქტიკაში. ტურიზმის მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს, რომლებიც ამცირებს გარემოს დაცვის საჭიროებას. ეს კვლევა განიხილავს მდგრადობას ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებზე და ამტკიცებს, რომ დადებითი ზემოქმედება აძლიერებს მდგრად ტურიზმს, ხოლო ნეგატიური ზემოქმედება ხელს უშლის მას. კონკრეტულად ლატვიაში მდგრადი ტურიზმი, რომელიც ხაზს უსვამს გარემოს დაცვას, სოციალურ პასუხისმგებლობას და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას, კრიტიკული საკითხია. მისი გავლენის განსაზღვრა საზოგადოებაზე, გარემოსა და ეკონომიკაზე აუცილებელია.

ეს ნაშრომი, ექსპერტული ანალიზის საფუძველზე, გამოყოფს მდგრად ტურიზმზე მოქმედი ფაქტორების თორმეტ კატეგორიას, მათ შორის, ძირითადია საზოგადოება, გარემო, ტურისტული პროდუქტები, სერვისები და ტექნიკური საშუალებები.

ნაშრომის მიზანია წარმოადგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ლატვიამ გამოიყენოს ეს ფაქტორები მდგრადი ტურიზმის ეფექტური პოპულარიზაციისთვის.
ჯულია მირონოვავიქტორია რიაშენკორასულჟონ ჟურაბოევი
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-25110.52340/bal/2024.01.01საქართველოს პოლიტიკური სისტემის თანამედროვე მოდელი
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/885

ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც აქვს კანონის ძალა.

დღეს საქართველოში პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც ძირითადად გამოიხატა იმაში, რომ გაფართოვდა პარლამენტის უფლებები და მკვეთრად შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებები. რაც შეეხება მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. რადგან ის უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის მხრიდან ნდობით აღჭურვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ნიშანდობლივია ის, რომ პრეზიდენტი მხოლოდ უშუალოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში და კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს და ასრულებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ის ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ - მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში.

საქართველო ამჟამად თავისი პოლიტიკური მმართველობის ფორმით, სახელმწიფოს ტიპითა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათით საპარლამენტო რესპუბლიკაა. საპარლამენტო რესპუბლიკა კი სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც სახელმწიფო ხელისუფლების მექანიზმში წამყვანი როლი ეკუთვნის არჩევით საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს.
ნოდარ დარსანია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251141810.52340/bal/2024.01.02მონეტარისტული მოდელის დამანგრეველი შედეგები... რა იწვევს ინფლაციას და რას იწვევს ინფლაცია?
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/883

„ინფლაცია“, ამ სიტყვის ხსენება ყველა ადამიანში მკვეთრ უარყოფით ემოციებს წარმოშობს. თუ ჩაუღრმავდებით, „ინფლაცია“ ეკონომიკაში განვითარებული რთული უარყოფითი პროცესების ლოგიკური შედეგია. ამასთან ერთად, „ინფლაცია“, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკაში დიდ უარყოფით პროცესებს.

„ინფლაცია“ ლათინური სიტყვაა და „გაბერვას“ აღნიშნავს, ეკონომიკაში კი - ფასების გაბერვას. საზოგადოებაში - უფრო გასაგებად და უფრო ნათლად - ფასების ზრდას გულისხმობენ. ეკონომისტები მას ფასების საერთო დონის ზრდას უწოდებენ, ანუ ეკონომიკურად ინფლაცია არა ცალკეულ პროდუქციაზე ფასების ზრდას, არამედ ქვეყნის ეკონომიკაში ფასების არსებული საშუალო დონის მატებას ნიშნავს.

სიტყვა „ინფლაცია“, შემთხვევით არ იწვევს ადამიანში უარყოფით ემოციებს, ინფლაციის დროს მოსახლეობა ღარიბდება, ანუ მოსახლეობის მდგომარეობა ინფლაციამდე არსებულთან შედარებით უარესდება. თუ ქვეყანა განვითარებულია და ეკონომიკურად ძლიერია, ეს მოვლენა მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეულია. თუ ქვეყნის ეკონომიკა სუსტია და მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია, ინფლაცია ამ მოსახლეობის ტრაგედიაა. ინფლაციის დროს ადამიანს-ოჯახს არსებული შემოსავლების პირობებში ეზრდება ხარჯები, ანუ არსებული შემოსავლებით ოჯახი ყიდულობს უფრო ნაკლებ ეკონომიკურ სიკეთეებს, ვიდრე ინფლაციამდე ყიდულობდა, სწორედ ეს იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას.

იმის თქმა, რომ ინფლაცია ფასების საერთო დონის ზდრაა, იგივეა, რომ არაფერი ვთქვათ ინფლაციაზე. ინფლაცია გაცილებით უფრო რთული და მრავლის მომცველი მოვლენაა ეკონომიკაში. „ფასების ზრდა“ ეს არის ხილული სახე - „ზედაპირი“ იმ რთული პროცესებისა, რაც ეკონომიკაში მიმდინარეობს. ინფლაცია, თავისი არსით, ზღვის ზედაპირს გავს, ჩვენ ვხედავთ ზღვის ზედაპირს, მის ძლიერ ან სუსტ ღელვას და სხვას არაფერს. მაგრამ, თუ ზღვის სიღრმეში ჩავალთ, ჩვენ ვნახავთ ურთულეს ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს, მათი ურთიერთქმედების დადებით და უარყოფით შედეგებს, ზღვის ზედაპირზე კი ეს ყველაფერი არ ჩანს. ზუსტათ ასევეა ინფლაცია. ფასების ზრდა ესაა „ხილული ზედაპირი“, რომლის მიღმაც სიღრმეებში ურთულესი ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს.

ნაშრომის შესრულების მიზანია ამ პროცესების არსში გარკვევა და ინფლაციის გამომწვევი ეკონომიკური პროცესების ანალიზი, პასუხი გავცეთ კითხვებზე: რა იწვევს ინფლაციას და რას იწვევს ინფლაცია?
ნასყიდა დარბუაშვილი
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251193210.52340/bal/2024.01.03ევროკავშირი და საქართველო: ერთად COVID-19 წინააღმდეგ
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/887

პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ უკიდურესად გაამწვავა თანამედროვე საზოგადოებაში ისედაც არსებული მრავალი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემა. შექმნილ ძნელად პროგნოზირებად ვითარებაში (ინფიცირებულთა სწრაფად მზარდი რაოდენობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილიანობის მატება) პანდემია უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა არა მარტო მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ მან დიდი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას (ექსპერტების აზრით, მისმა ვარდნამ 4% შეადგინა). ცხადია, საქართველოც პირისპირ აღმოჩნდა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე და იძულებული გახდა მთელი რიგი არატიპიური ამოცანა გადაეჭრა.

პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ბრძოლა მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს, რაც განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის. კერძოდ, პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, აუცილებელი გახდა ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი სამედიცინო რესურსის მობილიზება, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა, ბიზნესის გადარჩენა და ეკონომიკის ხელშეწყობა. 2020 წელს პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა, ამასთან, ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით დაიგეგმა დამატებით 5.6 მლრდ ლარის მობილიზება, ხოლო უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად გასატარებელი ღონისძიებებისათვის განისაზღვრა 3.4 მლრდ ლარი. ნაშრომში განხილულია ევროკავშირის მიერ კორონავირუსის COVID-19 პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.
ლარისა თაკალანძეაპოლონ არდაშელია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251333510.52340/bal/2024.01.04სამორინე ინდუსტრიის აჭარის რეგიონის ეკონომიკაზე ზეგავლენის ანალიზი
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/889

სათამაშო ინდუსტრია თანამედროვე ეტაპზე ითვლება მსოფლიოში მეტ-ნაკლებად მზარდ ბიზნესად. ყველა ქვეყანას გააჩნია სათამაშო ბიზნესის პოლიტიკისადმი განსხვავებული მიდგომები და რეგლამენტაციები. ამასთან, გამოკვეთილი პარადიგმა და ამბივალენტურობა მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფოთა მთავრობები ცდილობენ, შექმნან ე.წ. პასუხისმგებლიანი გემბლინგ-სისტემები და იმავდროულად გააძლიერონ სათამაშო ინდუსტრიის როლი ეკონომიკაში [1], რაც თავის მხრივ მოიცავს: ტურიზმის ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ფისკალურ კონტრიბუციას, ინვესტიციების წახალისებას, ურბანულ რევიტალიზაციას და მულტიპლიკაციურ ეფექტს. აქვე შევნიშნოთ, რომ აზარტული თამაშობები ტოტალურად (როგორც აზარტული /„მაგარი“/, ასევე მომგებიანი /„რბილი“/ თამაშები) აკრძალულია მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში.

საქართველოში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია განხორციელდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. მიმდინარე ეტაპზე მისი რეგულირება ეყრდნობა 30-მდე ნორმატიულ აქტს, ხოლო მისი ეკონომიკური აქტივობის შესახებ ზოგად წარმოდგენას იძლევა შემდეგი მაჩვენებლები: აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამ, საქსტატის მონაცემების მიხედვით [2], შეადგინა: 2020 წელს – 32.1 მლრდ ლარი, 2021 წელს – 47.9 მლრდ ლარი, 2022 წელს – 52.6 მლრდ ლარი, პროდუქციის გამოშვების ანუ ერთობლივი სათამაშო შემოსავლების (GGR /Gross Gaming Revenue/) მაჩვენებელმა კი შესაბამისად შეადგინა: 2020 წელს – 1.4 მლრდ ლარი, 2021 წელს – 2.2 მლრდ ლარი, 2022 წელს – 2.5 მლრდ ლარი.

აღასანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოღებულმა რეგულაციებმა მოიცვა შემდეგი მიმართულებები [5]: 2022 წელს ცვლილებები განხორციელდა ორ ეტაპად (1 იანვრიდან და 1 მარტიდან), კერძოდ, – შეიქმნა აკრძალულ პირთა სია და განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა სიის ფორმირების მექანიზმი; გაიზარდა მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარი (25 წლამდე) საქართველოს მოქალაქეებისათვის; აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. ცვლილებები შეეხო ასევე სათამაშო სექტორს საგადასახადო დაბეგვრის ნაწილში, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობები ანუ ონლაინ თამაშები (მხოლოდ სამორინეები და სლოტ-კლუბები) გადავიდნენ ერთობლივი სათამაშო შემოსავლების (ე.წ. GGR) დაბეგვრის მექანიზმზე. ამასთან, წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა ონლაინ თამაშებში მონაწილე პირის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.

რაც შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებს, ისინი ძირითადად ფისკალური ხასიათისაა და შეეხო შემდეგ კომპონენტებს: 1. გაიზარდა მოგების გადასახადის განაკვეთი, ონლაინ თამაშების (გარდა ტოტალიზატორებისა) ორგანიზატორებზე, ერთობლივი სათამაშო შემოსავლების 10%-დან 15%-მდე; 2. გაიზარდა ონლაინ თამაშებში მონაწილე პირების მიერ გატანილი თანხის დაბეგვრის განაკვეთი 2%-დან 5%-მდე; 3. შეიცვალა სტანდარტული („Land-based“) სლოტ-კლუბების დაბეგვრის მექანიზმიც, სახელდობრ: ა) „ესტონური“ მოდელის ნაცვლად ისინი დაიბეგრებიან ერთობლივ სათამაშო შემოსავლებზე 15%-იანი განაკვეთით; ბ) ასევე, წყაროსთან დააკავებენ მოთამაშეთა მოგების შემთხვევაში გატანილ თანხას 5%-იანი განაკვეთით.
ბესიკ ბოლქვაძე
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251364010.52340/bal/2024.01.05დანახარჯების როლი ფირმის სტრატეგიული მდგომარეობის შეფასებისას
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/891

სტატიაში „დანახარჯების როლი ფირმის სტრატეგიული მდგომარეობის შეფასებისას“ დაყენებულია განხილულია სიმცირის მიხედვით კონკურენტულ ბაზარზე ლიდერობის მიღწევის საკითხი.

რადგან მომხმარებლები მეტად მგრძნობიარენი არიან საქონლის ფასის მიმართ, ფასის სიდიდეს კი საქონლის წარმოება-რეალიზაციაზე გაწეული ხარჯები განსაზღვრავენ, კომპანიები სისტემატურად უნდა ცდილობდნენ მის შემცირებას.

სტატიაში ერთ-ერთ ასეთ გზად მიჩნეულია კომპანიის ფასეულობათა ჯაჭვის სრულყოფა, მისი გაწმენდა ხარჯტევადი რგოლებისაგან, იაფი ნედლეულით ძვირადღირებული ნედლეულის ჩანაცვლება და მრავალი სხვა.
რუსუდან პაპასკირი
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251414310.52340/bal/2024.01.06ევროკავშირთან თანამშრომლობა, როგორც ეკონომიკური ზრდის საფუძველი
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/893

თანამედროვე სამყაროში ეკონომიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა ყოველდღიურ საქმიანობაში, სწორედ ამიტომაა საჭირო ბიზნესის განვითარების არსებული ტემპის გაუმჯობესება და სიახლეების მუდმივი ძიება.

საქართველოში ბიზნეს სექტორმა განვითარების გრძელი და კომპლექსური გზა განვლო და მისი სრულყოფა მეტად მნიშვნელოვანი ხდება ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ის არა მხოლოდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ეკონომიკაზე, არამედ დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას ბიზნესის განვითარების დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა იგი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პარალელურად აქტიურად ჩაერთო გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებში და საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო რეგიონია და შესაძლებლობა აქვს ტურიზმის, სასტუმრო/სარესტორნო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის კუთხით ბევრი ინვესტორი დააინტერესოს, რაც გაზრდის ეკონომიკურ კეთილდღეობას ქვეყანაში.
ბესიკ კვაჭანტირაძე
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251444810.52340/bal/2024.01.07საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა: მწვანე ინოვაციების ზრდის, ბიზნესმოდელების კონკურენტუნარიანობის და მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის ასპექტებში
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/895

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობის დინამიკა, მწვანე ინოვაციების გავრცელება, ბიზნეს მოდელების კონკურენტუნარიანობა და მწვანე ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა. გამოკვლეულია თუ როგორ შეუძლია ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს გაზარდონ მწვანე ტექნოლოგიების კონკურენტული უპირატესობა საქართველოს ბიზნეს ეკოსისტემაში.

მიმდინარე ტენდენციების, პოლიტიკისა და მიმართულებების შესწავლით, ეს ნაშრომი განსაზღვრავს ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ მწვანე ინოვაციების წარმატებულ ინტეგრაციას და მასშტაბირებას საქართველოს სამეწარმეო ლანდშაფტში. მხარდამჭერი მთავრობის პოლიტიკა, დაფინანსების ხელმისაწვდომობა და თანამშრომლობით-პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბება გადამწყვეტია ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. გარდა ამისა, კვლევა ხაზს უსვამს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დარგობრივი ინდუსტრიის თანამშრომლობას ბიზნესებთან, მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის მართვისა და ტექნოლოგიური წინსვლის ხელშეწყობისთვის.

მეწარმეობის, მდგრადობისა და ტექნოლოგიებს შორის ურთიერთქმედების შესწავლით, ეს ნაშრომი ასახავს იმ მექანიზმების სწორ გაგებას, რომლებიც საფუძვლად უდევს მწვანე ინოვაციების ზრდას საქართველოში. ანალიზის მეშვეობით ხაზს ვუსვამთ მწვანე ტექნოლოგიების მიღებას და კონკურენტუნარიან ბიზნეს მოდელებში მათ ინტეგრაციას ეკონომიკურ და გარემოსდაცვით უპირატესობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე წარმოსაჩენად. საბოლოო ჯამში, კვლევა საშუალებას იძლევა, რომ სტრატეგიულ რეკომენდაციები შესთავაზოს პოლიტიკის შემქმნელებს, მეწარმეებს და დაინტერესებულ მხარეებს, რათა გაზარდონ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა.

ეს ნაშრომი ხელს უწყობს უფრო ფართო დისკურსს მდგრადი განვითარებისა და მწვანე მეწარმეობის ირგვლივ, სთავაზობს ღირებულ შეხედულებებს იმ გზების შესახებ, რომლითაც განვითარებადი ეკონომიკის ჭრილში შეუძლიათ გამოიყენონ მწვანე ინოვაციების მიმდევარმა ბიზნესებმა, ეკონომიკური ზრდისა და გარემოს მდგრადობის მისაღწევად.
ლევანი კიკილაშვილი
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251495410.52340/bal/2024.01.08გაბრიელ ქიქოძისა და დიმიტრი უზნაძის ზოგადპედაგოგიური კონცეფცია
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/897

ყოველ ერს პიროვნული ღირებულებებისა და ქცევითი მოდელების მაფორმირებელი მისეული ყალიბი გააჩნია. შესაბამისად, რამდენადმე სპციფიკურია მათი საგანმანათლებლო პროცესის, როგორც წყობითი ენერგეტიკული ველი, ისე ფსიქოლოგიური კონტექსტი. თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცისთვის ნიშანდობლივი უსასრულო-უსამანო რეფორმების ეფექტიანობა აუცილებლად საჭიროებს საკუთარ მსოფლმხედველობრივ წიაღში ჩაღრმავებას. პედაგოგიური აზროვნების ქართული ტრადიციის მნიშვნელოვან არეს წარმოადგენს ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძისა და დიმიტრი უზნაძის ზოგადპედაგოგიური კონცეფცია, რომელთა საყრდენია, როგორც მეცნიერული (ემპირიული, ცდისეული მოცემულობა), ისე მეტაფიზიკური (შემეცნებისთვის მიუწვდომელი, ინტუიტურით მოსაპოვებელი მოცემულობა) მეთოდოლოგია.

ცხადია, სხვადასხვა ეპოქაში განვითარებისა და აღზრდის რაციონალური და ეთიკური პრინციპები სხვადასხვა ინტენსივობითა და მიმართულებით განიცდის ცვალებადობას, მაგრამ მათი ძირითადი საფუძველი და არსობრივი ნიშანსვეტი - ადამიანის ფიზიკურ-მშვინვიერ- სულიერი არსების სვლა ქვემოდან ზემოთ - უცვლელია. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, ეპისკოპოს გ. ქიქოძისა და დ. უზნაძის პოზიცია გულისხმობს ადამიანის უნიკალურობის აღიარებას და აღმზრდელობით საქმიანობაში ჯეროვანი შედეგის (ყოველი კონკრეტული აღსაზრდელის შემთხვევაში მხოლოდ მისი შესატყვისი იდეალის ჩამოყალიბება) მისაღწევად ინდივიდუალური მიდგომის საუკეთესოდ მიჩნევას. მათი პედაგოგიური ნააზრევი საგანმანათლებლო პროცესის იმგვარად მოწყობის მცდელობაა, რომ ბავშვის უნიკალური სულიერი სამყარო და საზოგადოებრივი ღირებულებები გარკვეულ ურთიერთშესაბამისობაში მოვიდეს და სამომავლო ცხოვრებისთვის მომზადებას მსხვერპლად კი არ შეეწიროს მოზარდის „ამწუთიერი“ სურვილები და მისწრაფებები, არამედ მეტ-ნაკლები ჰარმონიულობით, ინდივიდუალური და ასაკობრივი მახასიათებლების ფონზე წარიმართოს.
ნანა ბოკუჩავა
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251556310.52340/bal/2024.01.09შიდა აუდიტის ხერხემალი: დამოუკიდებლობა და ობიექტურობა
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/900

21-ე საუკუნეში თანდათანობით მზარდია კონტროლის ფუნქციების მნიშვნელობა ნებისმიერი ბიზნეს ერთეულისათვის. შიდა აუდიტი წარმოადგენს კონტროლის ერთ-ერთ საშუალებას. აქტუალური ხდება შიდა აუდიტის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის საკითხი, რომლის ხარისხსა და დონეზე პირდაპირ არის დამოკიდებული მისი ეფექტური მუშაობა. შიდა აუდიტის საქმიანობა უნდა იყოს დამოუკიდებელი, ხოლო შიდა აუდიტორები უნდა იყვნენ ობიექტურები თავიანთი სამუშაოს განხორციელებისას. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას შიდა აუდიტორების ობიექტურობას შეუძლიათ შექმნან ცალკეულმა აქციონერებმა, აღმასრულებელმა ორგანოებმა და მაღალი რანგის მენეჯერებმა. შიდა აუდიტორის ობიექტურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის პროფესიონალურ მომზადებასა და უნარზე გაუძლოს ფსიქოლოგიურ დატვირთულობას.
ლაშა ხოფერია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251646910.52340/bal/2024.01.10რეალობის პოსტმოდერნული წარმოდგენა ჩაკ პალანიუკის მხატვრულ ლიტერატურაში
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/881

სტატიაში მოცემულია თანამედროვე ამერიკელი მწერლის ჩაკ პალანიუკის ზოგიერთი ნაწარმოების ხედვა, რომელიც წერს ალტერნატიული პროზის ჟანრში. როგორც პოსტმოდერნი ავტორი, პალანიუკი ფართოდ იყენებს პოსტმოდერნიზმის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ირონია, შავი იუმორი, პაროდია, სიმულაკრა და იმიჯები, პასტიში, მეტაფიქცია, ფრაგმენტაცია და არაწრფივი ნარატივები, პარანოია და ა.შ. გმირები ხშირად მარგინალები არიან საზოგადოებისგან გაუცხოებული და რეაგირებენ თვითდესტრუქციული აგრესიულობით (ავტორის აზრით, „ტრანსგრესიული ფანტასტიკა“). პალანიუკი ჩვენი საზოგადოების ბნელი და გარყვნილი წიაღის გამოსახვის ოსტატია სასტიკი ეგზისტენციალური გმირების ხმებით. ის საზოგადოების სიმსივნეებს ყველაზე აღმაშფოთებლად ჭრის, აპროტესტებს მის ფარისევლობას, ასევე აჯანყდება თანამედროვე ცხოვრების არასულიერების წინააღმდეგ.
ეკატერინა კორჯუხინა
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251707310.52340/bal/2024.01.11ჟან მონეს მოდული CSREU სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/902

2024 წლის 16 და 21 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა" (ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის" ფარგლებში). აქვე აღვნიშნავთ, რომ ღონისძიება დაგეგმილი იყო 16-17 მაისს, თუმცა, 17 მაისის საქ. მთავრობის დადგენილებით უქმე დღედ გამოცხადების გამო, კონფერენცია ჩატარდა 16 და 21 მაისს. კონფერენცია მიეძღვნა სოხუმში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების 92 წლის იუბილეს. კონფერენცია გახსნა ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიასალმნენ: - ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; - სოლომონ პავლიაშვილი, საქ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; - როდრიგო ბალესტერ ესკივიასი, მათიას კორვინუს კოლეგიუმის (Mathias Corvinus Collegium) ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, უნგრეთის კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტისა და კვლევითი ცენტრი; - მარიამ სულაშვილი, ERASMUS+ ეროვნული ოფისის დირექტორი. კონფერენციის მონაწილეებს გულითადად მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორები ანზორ აბრალავა და ევგენი ბარათაშვილი.

ჟან მონეს მოდულის პროექტის თანახმად, კონფერენცია გათვალისწინებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-მკვლევარების, აკადემიური პერსონალის, დოქტორანტებისა და სტეიკჰოლდერებისთვის; თუმცა, მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასში ჩაერთვნენ უცხოელი (უკრაინელი, ლიტველი, აზერბაიჯანელი) აკადემიური პერსონალი და მეცნიერ-მკვლევარები. ნიშანდობლივია ისიც, რომ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ უსდ-ს აკადემიური პერსონალი და მკვლევარები, არამედ ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, ახალგაზრდა ბიზნესმენები, ექსპერტები და საზოგადოების ფართო წრის წარმომადგენლები. პლენარულ სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - საქართველოს ევროპული არჩევანი;

ვოლოდიმირ დუბოვიკი, ოდესის მეჩნიკოვის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (აშშ) - ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის პირობებში: რა დასკვნას ვაკეთებთ?

(საკითხის აქტუალობის გამო ბატონი ვოლოდიმირი მოწვეულ იქნა საპატიო სპიკერის სტატუსით);

არჩილ ყარაულაშვილი, საქ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტები;

ლელა ხოფერია, CSR ექსპერტი, საქ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  კორპორაციული პასუხისმგებლობა ევროკავშირსა და საქართველოში - საჯარო პოლიტიკის როლი და ახალი გამოწვევები ევროინტეგრაციის კონტექსტში;

მედეა ინაშვილი, კლიმატის ცვლილების ექსპერტი, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წამყვანი ექსპერტ-რევიუერი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია: კლიმატის ცვლილების განზომილება;

მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი - თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;

ზურაბ დევდარიანი, არემჯის (RMG) CSR მენეჯერი - არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;

სესიის დასასრულს ნამიკ ისაზადე (ბიზნესის ადმინისტრიტრების დოქტორი, კვლევის, განათლებისა და ტრენინგის საერთაშორისო ცენტრის უფროსი, ტალინი, ესტონეთი) დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით „სამეცნიერო ჟურნალების და ნაშრომების ინდექსაცია მონაცემთა ბაზაში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის, სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ლიეტუვას, უკრაინის და აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებლების, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის (თსუ), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (თსუ), ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის (სტუ), შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, და სხვ. აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები და ექსპერტები.

კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში;

წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული ელექტრონული სახით განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://www.sou.edu.ge/content/7/78/218/120/0

წყარო: https://www.sou.edu.ge/news/Within-the-framework-of-the-Jean-Monnet-Module-Project-an-International-Scientific-Conference-was-held-in-Sokhumi-State-University/1455
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სსუ)
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-25110.52340/bal/2024.01.12უჩვეულო ბიზნეს იდეა და უსაზღვრო კმაყოფილება ჭურში
https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/904

წერილში წარმოდგენილია ორი მეცნიერის შთაბეჭდილება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში განხორციელებული ბიზნეს-იდეის და სასტუმრო „ქვევრებიდან“ დანახული საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასება.

ავტორი შთამბეჭდავად აღწერს იმ შეგრძნებებს, რაც შეიძლება დაეუფლოს „ჭურში“ დაბინავებულ ვიზიტორს საცხოვრებლად უჩვეულო ქვევრის დისკოსებრი გასასვლელ-შემოსასვლელიდან გომბორის, ალაზნის ველის, კავკასიონის, კახეთის სანახების, ღვინის კულტურის, სტუმართმოყვარე განწყობის ერთობლიობაში ხილვის და აღქმის შედეგად.

გარდა პირადი შთაბეჭდილებებისა, წერილში აქცენტები კეთდება საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის, ბიზნესის განვითარების, ახალი იდეების ხელშეწყობის პრობლემებზე. საინტერესო ფორმით და კომპაქტურადაა გადმოცემული სასტუმროს კონცეფციის ავტორთან შეხვედრა, მასთან დიალოგი, შეხედულებები და მოლოდინები.
იური პაპასქუა
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0
2024-07-252024-07-251788110.52340/bal/2024.01.13