მოიჯარესთან იჯარით აღებული აქტივის აღრიცხვის ძირითადი ასპექტები მსს ფასს-ით

ავტორები

  • დავით ჯალაღონია
  • იური პაპასქუა

საკვანძო სიტყვები:

აქტივის იჯარა, ფინანსური და ჩვეულებრივი იჯარა, მეიჯარე, მოიჯარე

ანოტაცია

საიჯარო ურთიერთობები ბიზნესსაქმიანობის თანმდევი პროცესია და გულისხმობს იდენტიფიცირებადი აქტივის დაინტერესებული პირისთვის დროებით სარგებლობაში ან საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკისა და სარგებლის გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ. როგორც წესი, მასში მონაწილეობს მინიმუმ ორი მხარე, მოიჯარე და მეიჯარე. აქტივის იჯარის სამართლებრივი და ეკონომიკური დადასტურება ხდება საიჯარო ხელშეკრულებით, რომელშიც გაწერილია იჯარის პირობები და  მხარეთა უფლებება-მოვალეობები. სამეწარმეო საქმიანობის საზღვრებს გარეშე კავშირუთიერთობების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იჯარასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების აღრსარიცხავად გამოიყენება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები.

მცირე და საშუალო ბიზნესში, ნებადართულია საიჯარო ოპერაციების აღრიცხვა განხორციელდეს მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს) შესაბამისად. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (ფასს) მსს ფასს-ის გამოყენების უპირატესობას განაპირობებს მისი აღქმადობის მაღალი ხარისხი, მით უფრო, ორივე სტანდარტში აღრიცხვის ფუნდამენტალური პრინციპები იდენტურია.

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია მცირე და საშუალო ზომის მოიჯარესთან, აქტივის იჯარის ოპერაციების აღრიცხვის ძირითადი ასპექტები მსს ფასს-ით. გაზიარებულია აზრი, რომ მსს ფასს-ით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება უზრუნველყოფს აქტივის იჯარით წარმოქმნილი მოთხოვნების და ვალდებულებების შეფასების, აგრეთვე შესაბამისი მენეჯერული, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. 

ავტორის ბიოგრაფიები

დავით ჯალაღონია

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

იური პაპასქუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

წყაროები

საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ; 2016 წელი;

Dinuja Perera, Parmod Chand; Issues in the adoption of international financial reporting standards (IFRS) for small and medium-sized enterprises (SMES);

journal homepage: www.elsevier.com/locate/adiac; Advances in Accounting, incorporating Advances in International Accounting 31 (2015) 165–178;

Godfrey, J., Hodgson, A., Tarca, A., Hamilton, J., & Holmes, S. (2010). Accounting theory (7th ed.). John Wiley and Sons, 24;

დავით ჯალაღონია; ფინანსური იჯარით გაცემული აქტივის საგადასახადო ასპექტები, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი - „ბიზნესი და კანონმდებლობა“; აპრილი-მაისი 2011;

ევროკომისია 2010: დიალოგი „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკაზე“ აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში (Dialogue on «SME Policy» with regard to the multilateral framework of the Eastern Partnership);

ევროპული მცირე ბიზნესის აქტი „Small Business Act for Europe” 2008;

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია

-2020 წლებისთვის

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

27.12.2019

როგორ უნდა ციტირება

ჯალაღონია D. ., & პაპასქუა I. (2019). მოიჯარესთან იჯარით აღებული აქტივის აღრიცხვის ძირითადი ასპექტები მსს ფასს-ით. ბიზნესი და კანონმდებლობა, 12(2), 18–24. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/405

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >>