შეფასება
ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატია აქტუალობის, ინტელექტუალური ფასეულობისა და გაფორმების მიხედვით, უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, რომელთაგანაც მათი შეფასებისას გაითვალისწინება: თემის აქტუალობა; ანალიზის სიღრმე, ტექსტის სიცხადე; დასაბუთებულობა; ტექსტის სტრუქტურა; ენობრივი გამართულობა; აკადემიური ციტირების სტილი; კვლევითი სიახლეები; დასკვნების შესაბამისობა შედეგებთან, მიზნებთან და ამოცანებთან. ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისთვის მოქმედებს ექსპერტებისგან, დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი რეცენზირების სისტემა.
ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატის რეცენზირებას ახდენს შესაბამისი სფეროს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი (რეცენზენტი), რომელთათვისაც არ არ არის ცნობილი ავტორის ვინაობა. ექსპერდების შერჩევა ხდება მთავარი რედაქტორის მიერ და მათი ვინაობა კონფიდენციალურია.
სტატიის შეფასება ხდება 100-ქულიანი სკალით. დადებით რეცენზიად ითვლება ნაშრომი, რომელიც შეფასდება 60 ქულაზე მეტით. თუ რომელიმე ექსპერტის შეფასება უარყოფითია, ნაშრომი დასკვნისათვის, იგივე პირობით, ეგზავნება სხვა დამოუკიდებელ ექსპერტს. გამოქვეყნებას ექვემდებარება სტატია, თუ ის დადებითად შეაფასა ორივე ექსპერტმა.
ექსპერტების მიერ სტატიაზე შენიშვნებისა და მითითებების დაფიქსირების შემდეგ, რედაქცია ავტორს აძლევს შესაძლებლობას ორი კვირის ვადაში შეიტანოს ნაშრომში შესაბამისი ცვლილებები ან დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია.
სტატიის შეფასებებისთვის ექსპერტებს ეძლევათ ორკვირიანი ვადა. ავტორების მიერ შენიშვნების გასწორებისთვის გათვალისწინებულია 10 დღე.
სტატიის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს მთავარი რედაქტირი.
შეფასების პროცედურები იწყება არაუგიანეს ერთი კვირისა, სტატიის რედაქციაში მიღებიდან.