ეთიკა

ვებსაიტზე განთავსებული ჟურნალი (მისი შიგთავსი ტექსტი, ფოტოები თუ სხვა ნამუშევარი მასალა) ეკუთვნის „ბიზნესსა და კანონმდებლობას“.

ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის არა ექსკლუზიური განაწილების შესახებ საჭიროა მესაკუთრესთან ცალკე დამატებითი შეთანხმებების გაფორმება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია ჟურნალში გამოქვეყნებული  სტატიის კოპირება, სხვაზე გადაცემა და გამოყენება კვლევაში, თუკი ციტირების წესები, ორიგინალური ნაწარმოები და წყარო სათანადოდ იქნება მითითებული.

ჟურნალის გამომცემელი და ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული საბჭო იცავს საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის (Committee on Publication Ethics https://publicationethics.org) მიერ დადგენილ პრინციპებს.

ჟურნალის გამომცემლის, ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული საბჭოს და მთავარი რედაქტორის მოვალეობაა დაიცვას:

          სამართლიანობა: ჟურალში წარმოდგენილი ნაშრომები ფასდება აქტუალობის, მასში განხილული საკითხის ინტელექტუალური შინაარსის და სხვა კრიტეუმებთან შესაბამისობის მიხედვით, განურჩევლად ავტორთა რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის ან პოლიტიკური შეხედულებებისა.

           ობიექტურობა - რედაქციაში წარმოდგენილი ნაშრომი ფასდება დაწესებული შეფასების სისტემის მიხედვით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.

კონფიდენციალობა: წარმოდგენილი ნაშრომის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არ მიეწოდება გარეშე პირებს. სტატის ავტორებს ეცნობება მხოლოდ რეცენზენტების დასკვნა და საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნები გასასწორებლად. რეცენზენტების ვინაობა და მათ მიერ მიღებული მოსაზრებები კონფიდენციალურია.

კონფიდენციალურია აგრეთვე რედაქციაში წარმოდგენილი ნებისმიერი ნაშრომი, მისი სხვა პირებისთვის ჩვენება დაშვებულია მხოლოდ მთავარი რედაქტორის ნებადართვით.

ინტერესთა კონფლიქტი - დაუშვებელია განსახილველად წარმოდგენილი გამოუქვეყნებელი მასალის გამომცემლის მიერ გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის,  ავტორების წერილობითი თანხმობის გარეშე. რეცენზენტად დაუშვებელია არაკომპეტენტური, გამომცემლობასთან ან ავტორთან რაიმე სახით დაპირისპირებული პირის დანიშვნა.

 

საგამომცემლო გადაწყვეტილებები - მიიღება ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა  და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი პასუხისმგებელია დროულად, ხელოვნურად გაჭიანურების გარეშე, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება წარმოდგენილი სტატიების გამოქვეყნების შესახებ და პასუხი აცნობოს ავტორებს.

რეცენზენტები ეხმარებიან მთავარ რედაქტორს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. დასაშვებია ავტორებისათვის ხელშეწყობა ნაშრომის ხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით.

გამოქვეყნების შემდეგ თუ დაფიქსირდა მეცნიერული გადაცდომა, თაღლითობა ან პლაგიატი, გამომცემელმა ვალდებულია გამოაქვეყნოს შესაბამისი ანგარიში, სადაც მითითებული იქნება დაშვებული შეცდომა და შეცდომის გასწორება ან მოახდინოს ნომრიდან ასეთი სტატიის მთლიანად ამოღება.