ავტორებისათვის
სტატიის გაფორმების წესი
სამეცნიერო ნაშრომებისადმი დადგენილი ზოგადი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჟურნალი აწესებს გამოსაქვეყნებლად მიღებისა და სტატიის გაფორმების შემდეგ პირობებს:
ჟურნალი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მასში შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე სტატიების გამოქვეყნება ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. მიიღება რეცენზიები გამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღანელოებზე, აგრეთვე საკანონმდებლო აქტებზე კომენტარები, განმარტებები, შენიშვნები და სრულყოფის რეკომებდაციები.
რედაქციაში სტატიების მიღება იწყება გამოქვეყნების დადგენილ ვადებამდე (წელიწადში ორჯერ - ივლისის დასაწყისამდე და დეკემბრის ბოლომდე) არაუგვიანეს ორი-სამი თვით ადრე. ეს დრო აუცილებელია პორტფელის ფორმირებისა და გამოქვეყნების პროცედურების გასავლელად.
- რედაქციაში სტატიის მიღება ხდება ელექტრონულად DOC (MS-Word) ფაილის სახით, საამისოდ შექმნილ და ჟურნალში მითითებულ მისამართზე. დასაშვებია მისი წარმოდგენა ნაბეჭდი სახით, ელვერსიასთან ერთად.
- ქართული და უცხოურ ენაზე ტექსტი უნდა იყოს შესრულებული შრიფტით -Asylfaen, ხოლო უცხოურ ენაზე ტექსტი - Times New Roman. სტატიის სახელწოდება - ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა - 14) სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) უნდა მიეთითოს ავტორის (ან ავტორების) სრული სახელი, გვარი, მოკლე აკადემიური ბიოგრაფია, თანამდებობა, ORCD, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
სამეცნიერო სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ. მოცულობა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეფერატის ჩათვლით, არ უნდა იყოს კომპიუტერზე 1,5 ინტერვალით და 12 ზომის შრიფტით ნაბეჭდი ტექსტის 7 გვერდზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 25 გვერდს. მასში უნდა იკვეთებოდეს საკვლევი პრობლემის აქტუალურობა, კვლევის მიზანი და ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის შედეგები (სიახლე), რეკომენდაციები.
- ქართულ ენაზე შესრულებულ ნაშრომს უნდა ახლდეს რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე - თითოეული 1000-მდე ნიშნის მოცულობით. უცხო ენაზე დაწერილს კი - ძირითადი შინაარსი 2-3 გვერდზე ქართულ ენაზე და რეფერატი იმავე უცხო ენაზე. საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა - სტატიის ენაზე - დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12.
- საკვანძო სიტყვების შემდეგ, სტატიის შინაარსიდან გამომდინარე, მიეთითება J.E.L. კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი (იხ. ბმულზე https://www.aeaweb.org/jel/guide/jel.php) და DOI (რომლის შეძენას და განთავსებას უზრუნველყოფს ჟურნალის რედაქცია).
შემდეგ თავსდება სტატიის ძირითადი ნაწილი, რომელიც გამოიყოფა შესავალი (აქტუალობა), ძირითადი ტექსტი და დასკვნითი ნაწილი.
- სტატიაში უნდა ჩანდეს საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლიტერატურის გამოყენება ზოგადი წესების შესაბამისად. ლიტერატურის დასახელება უნდა განთავსდეს სტატიის ბოლოს ერთიანი სიის სახით: ა) წიგნის დასახელება შემდეგი თანმიმდევრობით - ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი; ბ) საჟურნალო სტატიისათვის - ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, სტატიის დასახელება, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი. ლიტერატურის სიაში მითითებული წყარო გამოყენებული უნდა იყოს სტატიის ტექსტში. ამა თუ იმ ავტორის ნაშრომიდან ციტირებისას, მას უნდა მიეთითოს წყარო შესაბამისი გვერდის აღნიშვნით შემდეგი სახით [3, გვ. 41], სადაც პირველი ციფრი შეესაბამება ციტირებუილი წყაროს რიგით ნომერს გამოყენებული ლიტერატურის სიაში, ხოლო მეორე - იმ გვერდს, საიდანაც მოყვანილია ციტატა. უცხოენოვანი წყაროს მითითების შემთხვევაში, ავტორის გვარი უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე, ხოლო დამოწმების წესი იქნება ისეთივე, როგორიც არის ქართულენოვანი წყაროს მითითებისას. ლიტერატურის სიაში ყოველი წიგნის (ჟურნალის) ბიბლიოგრაფიული აღწერა უნდა შეესაბამებოდეს მის სატიტულო ფურცელს.
- ძირითადად ტექსტში ცხრილები, გრაფიკები, სქემები და ფორმულები უნდა განთავსდეს მათი მითითების ადგილზე, თუ იქ ადგილი არასაკმარისია - შეიძლება მომდევნო გვერდზე. ცხრილებს, გრაფიკებს და სქემებს უნდა ჰქონდეს დასახელება და ნუმერაცია - სათაური ზედა მხარეს (ცენტრირებულად), ხოლო სათაურის ზემოთ, მარჯვენა მხარეს ნომერი - მაგ.,ცხრილი 1, ნახაზი 2. დანომვრა ხდება დამოუკიდებელი ნუმერაციით. ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე - გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi; ფორმულები შესრულებული უნდა იყოს MathType 6.0 equation პროგრამის გამოყენებით.
გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სამეცნიერო სტატია გადის რეცენზირებას დარგის სპეციალისტ რეცენზენტთან (რეცენზენტის ვინაობა ავტორისთვის არ იქნება ცნობილი, არც რეცენზენტს ეცნობება ავტორის/ავტორების ვინაობა).
ცალკეული გამონაკლისის გარდა, სტატიის გამოქვეყნება ფასიანია - ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების საფასურია 150 (ასორმოცდაათი) ლარი, რაც მოიცავს ყველა დანახარჯს და DOI-ის ღირებულებას. ანგარიშსწორების ანგარიში მითითებულია ჟურნალში.
აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისას, სტატია არ გამოქვეყნდება და ავტორს არ უბრუნდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით რედაქციას საკონტაქტო მისამართზე.
ავტორის პასუხისმგებლობა
ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე. ავტორის პოზიცია, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის აზრს.