პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გარანტი
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2024.02.04საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული იდენტობა, პოლიტიკური ერი, პოლიტიკური სოციალიზაცია, გეოპოლიტიკური ტრანზიციები, პოლიტიკური აქტორები, პოლარიზაცია, ევროკავშირიანოტაცია
თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სისტემა დემოკრატიული ტრანზიციის პროცესშია, რომელიც თავისი რაციონალური და ირაციონალური თავისებურებებით ხასიათდება. პოლიტიკური სისტემის სტრუქტურულ-ფუნქციონალური თავისებურებები განსაზღვრავს მის სტაბილურობას. ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პრიორიტეტები პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული სტაბილურობით განისაზღვრება. პოლიტიკური სისტემის ირაციონალურ პროცესს წარმოადგენს მისი ინსტიტუციური არამდგრადობა, რომელიც მუდმივი პოლარიზების მიზეზი ხდება. თანამედროვე პოლიტიკური სისტემა ძალზე პოლარიზებულია, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობის მშენებლობას; განსაკუთრებით თავისი დესტრუქციულობით გამოირჩევა პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც არ ითვალისწინებს პოლიტიკურ რეალობასა და ეროვნულ პრაგმატიზმს; მისი მოქმედებები სახელმწიფოთმშენებლობის პროცესს აფერხებს და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს. წინა პლანზე დადგა საყოველთაო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც პოლიტიკური ოპოზიციის მიერ უნდა იყოს აღიარებული. საპარლამენტო თანამშრომლობა პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის გარანტიებს იძლევა. ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი და მისი სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ ევროპულ ინტეგრაციაშია, რაც კონსტიტუციურად არის განსაზღვრული. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაღვრისას საჭიროა თანამედროვე გეოპოლიტიკური ტრანზიციების გათვალისწინება. უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართველი ერის პოლიტიკურ ერად ჩამოყალიბება, რამაც უნდა შექმნას ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო იდენტობის საფუძვლები. ეროვნული იდენტობის ფორმირება და მისი პოლიტიკური ტრანზიცია თანამედროვე პოლიტიკური სოციალიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. პოლიტიკური სისტემა ვერ აკმაყოფილებს დროის მოთხოვნებს და საჭიროებს კულტურულ-იდეოლოგიურ და ინტელექტუალურ გარდაქმნას. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდობის განათლების დონის ამაღლებას, რაც ეროვნულ იდენტობაზე უნდა იყოს აგებული. განათლების სისტემაში უნდა აღმოიფხვრას ფსევდოლიბერალური მიდგომები. პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა ყველა პოლიტიკური აქტორის კონსოლიდაციასა და აქტიურობას მოითხოვს. მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი სახელმწიფოთმშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრასა და პოლიტიკური სივრცის სტაბილურობაში.
წყაროები
ილია ჭავჭავაძე. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? რჩ. Nნაწ. ხუთ ტომად. ტ. IV. თბ., 1987;
სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის განცხადება საპარლამეტო არჩევნებთან დაკავშირებით. https://rb.gy/43p2xi;
გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. პოლიტიკური სოციალიზაცია და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური და რეფერირებადი ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“. იანვარი-ივნისი, N1, 2022, გვ. 31-39. ინდექსირებულია საერთაშორისო საძიებო ბაზაში Google scholar. www.b-k.ge https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/740/704/;
გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობა და პოლიტიკური ერის ფორმირება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. ტ.XIX. 2020-2021 წელი, თბ. 2023, გვ.668-680. DOI: https://doi.org/10.52340/sou.2023.19.43;
გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. სოციალიზაცია და პოლიტიკური ერის ფორმირება საქართველოში. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამერვე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2024, გვ.115-123 .
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











