თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცნობიერების ფორმირება

ავტორები

  • გურამ აბესაძე
  • ნოდარ აბესაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.16.02.03

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური ცნობიერება, მსოფლიო წესრიგი, პოლიტიკური ტრანზიცია, ეროვნული იდენტობა, სახელმწიფოებრივი ცნობიერება, პოლიტიკური პოლარიზება

ანოტაცია

      თანამედროვე  მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციამ ნაციონალიზმისა და ეროვნული იდენტობის პრობლემები წინა პლანზე წამოსწია, რომელმაც ერის პოლიტიკური ცნობიერების ახლებური გარდაქმნა მოითხოვა. პოლიტიკური ცნობიერება გადაიქცა ეროვნული იდენტობის პოლიტიკური ტრანსფორმაციის ღირებულებით პრიორიტეტად, რომელმაც რადიკალურად უნდა გარდაქმნას ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურისისტემის მდგრადობა და დემოკრატიული ტრანზიცია მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულიაპოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნაზე. ტრანსფორმაციას განიცდის ეროვნულ-სახელმწიფოებრივიცნობიერება, რომელიც შესაბამის რეაგირებას ახდენს პოლიტიკურ გამოწვევებსა და რისკებზე. ერთიანი ეროვნული პოლიტიკური ცნობიერება სახელმწიფოებრივი ერის განმსაზღვრელი ნიშანია. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზებული ცნობიერება ხელს უშლის ერთიანისახელმწიფოებრივი ერის ფორმირებას. შესაბამისად, სუსტია პოლიტიკური საზოგადოებისფორმირების პროცესი.

           თანამედროვე ქართული პოლიტიკური სააზროვნო სივრცე მკვეთრი ირაციონალურობითა და პოლარიზებით გამოირჩევა; ქართულმა პოლიტიკურმა ინტელექტმა ვერ მოახერხა ახალი სიტუაციის შესაბამისად გარდაქმნა; მუდმივი სინდრომი გახდა პოლარიზება და აგრესიული რიტორიკა; ავტორიტარიზმი და ავტოკრატია სახელმწიფოებრივი აზროვნების ირაციონალური ტენდენცია გახდა. ქართული პოლიტიკური ცნობიერება მულტიკულტურული და მულტიკონფესიური თავისებურებებით გამოირჩევა, რომელიც პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას მოითხოვს. პოლიტიკური ცნობიერების რაციონალიზაცია მოითხოვს პოლიტიკური აქტორების განახლებასა და მათი რიტორიკის შეცვლას; ეროვნული პრაგმატიზმი თანამედროვე ქართული პოლიტიკური იდენტობის ფორმირების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა გახდა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებათავისი ღირებულებითი ელემენტებით რელიგიურ იდენტობას ემყარება. ქართულ პოლიტიკურსივრცეში მართლმადიდებელი ეკლესია გადაიქცა ღირებულებითი პრიორიტეტებისა და პოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნის აქტორად.

ავტორის ბიოგრაფიები

გურამ აბესაძე

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ნოდარ აბესაძე

სოციალური  მეცნიერებების დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

წყაროები

ილია ჭავჭავაძე. ერი და ისტორია რჩ. ნაწ. ხუთ ტომად. ტ. IV. თბ., 1987

ილია ჭავჭავაძე. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? რჩ. Nნაწ. ხუთ ტომად. ტ. IV. თბ., 1987

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის სააშობაო ეპისტოლე. 2023. https://www.interpressnews.ge/ka/article/740569-sruliad-sakartvelos-katolikos-patriarkis-mcxeta-tbilisis-mtavarepiskoposisa-da-bichvintisa-da-cxum-apxazetis-mitropolit-ilia-ii-is-sashobao-epistole

გ. აბესაძე. პოლიტიკური ცნობიერება და მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი რაციონალურობა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები XVIII. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2018-2019, გვ. 382-393

აბესაძე G., & აბესაძე N. (2022). პოლიტიკური კულტურა და დემოკრატიული ტრანზიცია საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(3), 12–17. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/773

გ. აბესაძე, ნ. აბესაძე, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ტრანზიცია და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური, რეფერირებადი ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“. N1, 2023, გვ. 71-79 /ინდექსირებულია საერთაშორისო საძიებო ბაზაში Google scholar. www.b-k.ge https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/787

გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გეოპოლიტიკური ტრანზიცია და ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეშვიდე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. „უნივერსალი“, თბ., 2023, გვ. 80-91

გ. აბესაძე, თ. გოგბერაშვილი. პოლიტიკურ-კულტურული სივრცის რაციონალურობის პარადიგმები საქართველოში. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2019

ლ. მიტჩელი. 2017 წელს საქართველოს წინაშე მდგარი ოთხი კითხვა. http://www.gruzinform.ge/news/31904/kazani-prinimaet-UniK-sooteCestvennikov.html

ლ. სანიკიძე. კვლავ ილიას გარეშე... თსუ-ს შრომების კრებული. სადისკუსიო კლუბი ,,ქართული სახელმწიფო“. თსუ., 2003, გვ.11-17

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

03.10.2023

როგორ უნდა ციტირება

აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2023). თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცნობიერების ფორმირება. ბიზნესი და კანონმდებლობა, 16(2), 25–34. https://doi.org/10.52340/bal/2023.16.02.03

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები