თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენის დომინანტი ინსტიტუციური აქტორები და პოლიტიკური სტაბილურობა
ანოტაცია
თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენის დემოკრატიულ ტრანზიციას დომინანტი ინსტიტუციური აქტორების ფუნქციური სტრატეგიები განსაზღვრავს. ინსტიტუციური წესრიგი დემოკრატიის სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენა თავისი ინსტიტუციური აქტორული პოლარიზებით გამოირჩევა; პოლარიზება დესტრუქციულობისა და კრიზისული სიტუაციების წარმოშობის მუდმივი სინდრომი გახდა. პოლიტიკურ სცენაზე დამკვიდრდა დომინანტური ინსტიტუციური პარტიული მმართველობა, რომელიც ავტორიტარიზმისა და ავტოკრატიის წარმოშობის მიზეზი ხდება. დომინანტური ინსტიტუციური სისტემა თავისი ირაციონალური ტენდენციებით გამოირჩევა, რომელიც დემოკრატიის სტაბილურობას აზიანებს. პოლარიზება და ექსტრემიზმი ქართული პოლიტიკური სცენისა და დემოკრატიული ტრანზიციის მუდმივი სინდრომი გახდა. საზოგადოებაში ძლიერდება ინსტიტუციური ნიჰილიზმი, რომელსაც ციკლური პერიოდულობით ლეგიტიმური წესრიგი კრიზისში შეჰყავს. ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქციური სტრატეგია დესტრუქციულობა და რევოლუციური სცენარები გახდა, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზებას. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი თავისი კულტურულ-ინტელექტუალური პოტენციალით დროის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს; მათი პოლიტიკური პორტრეტები მოძველებულია, რაც სახელმწიფოებრივი პრაგმატული პოზიციის გამოხატვას ვერ ახერხებს. ოპოზიციური ინსტიტუციური აქტორები იდეოლოგიურ კრიზისშია, რაც პოლიტიკურ სტაბილურობას სერიოზულად აზიანებს.
პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური ელიტა და ლიდერი, რომლებიც სიტუაციურად აზროვნებენ და გარდამტეხ პერიოდებში გადამწყვეტ როლს ასრულებენ; მათი პროფესიონალიზმი და რაციონალური პრაგმატულობა განაპირობებს ინსტიტუციურ სტაბილურობას. პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება და ცირკულაცია გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა; მათი პოლიტიკურ-კულტურული თვითდამკვიდრება სერიოზულ განახლებას საჭიროებს. ქართულ პოლიტიკურ სცენაზე შეიმჩნევა პოლიტიკური ლიდერების ავტორიტარული და ავტოკრატიული თვისებების გამოვლენა. პოლიტიკური ლიდერი თავისი დემოკრატიული და რაციონალური მიდგომებით გამორჩეული უნდა იყოს; მისმა ავტორიტეტმა და კონსესუალურმა მიდგომებმა უნდა აღმოფხვრას პოლიტიკური სცენის პოლარიზება და დესტრუქციულობა. ინსტიტუციური წესრიგი ქართული პოლიტიკური სცენის სტაბილურობის გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გახდეს.
წყაროები
გ. აბესაძე. დომინანტი ინსტიტუციური აქტორები ქართულ პოლიტიკაში და დემოკრატიის სტაბილურობა. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეხუთე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. ,,უნივერსალი“, თბ., 2021, გვ. 210-21;
გ. აბესაძე, თ. გოგბერაშვილი. პოლიტიკურ-კულტურული სივრცის რაციონალურობის პარადიგმები საქართველოში. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2019;
გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცნობიერება და ეროვნული იდენტობა. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამესამე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. ,,უნივერსალი“, თბ., 2019, გვ. 229-236;
აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2021). სამოქალაქო სივრცის რაციონალურობა და დემოკრატიული ტრანზიცია საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 14(2), 9–13. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/725
აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2022). პოლიტიკური სოციალიზაცია და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(1), 31–39. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/740
ნ. აბესაძე. ეროვნული იდენტობა და თანამედროვე ქართული პოლიტიკურ-კულტურული სივრცის დემოკრატიული ტრანზიცია. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეხუთე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. ,,უნივერსალი“, თბ., 2021, გვ. 220-228;
ამერიკული კვლევითი ცენტრის The Heritage Foundaton-ის ანალიტიკოსის ლუკ კოფის გამოხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. https://www.newposts.ge/news/politica/kofi-saqartvelo-am-jgufis-lideri-iyo-sirtskhvilia-rats-khdeba;
ევროკომისიის 12 მოთხოვნა - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. /ს. გვიანიძე, 17 ივნისი, 2022/ https://www.radiotavisupleba.ge/a/31902732.html?fbclid=IwAR3wMCmeNLZsUKmq-sUXs9gjf6GvyqU0S1GacdW0e-CY4d1zrf6bB7aHNrw ;
ლინკოლნ მიტჩელი. 2017 წელს საქართველოს წინაშე მდგარი ოთხი კითხვა. http://georgianpress.ge/com/news/view/23819?lang=1;
თომას დე ვაალი: ღია საქართველო, დახურული საქართველო. 2017. https://jam-news.net/ge/post-author/tomas-de-vaali-carnegie-europe/.











