პრაგმატიზმი - პოლიტიკური ტრანზიციის პარადიგმა

ავტორები

  • გურამ აბესაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნოდარ აბესაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.03.01

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური ტრანზიცია, პოლიტიკური პრაგმატიზმი, გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები, პოლიტიკური აქტორები, პოლარიზაცია, ევროკავშირი

ანოტაცია

თანამედროვე  ქართული პოლიტიკური ტრანზიციის  უმნიშვნელოვანეს პირობას  პრაგმატიზმი წარმოადგენს; იგი სახელმწიფოებრივი მშენებლობის ღირებულებითი პრიორიტეტბის განმსაზღვრელი ფაქტორია. პრაგმატიზმი რაციონალიზმს ემყარება და სივრცითა და დროით განისაზღვრება; მისი უპირველესი ამოცანაა, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალური სარგებლის მიღება. ქართული პოლიტიკური ტრანზიციის პროცესში პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობითი სტილი ყოველთვის ეროვნულ პრაგმატიზმზე არ არის აგებული. განსაკუთრებით თავისი დესტრუქციულობითა და ავანტიურიზმით გამოირჩევა პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი. პრაგმატიზმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ ენასა და რიტორიკას; პროვოკაციული რიტორიკა ქართული პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეული ნაწილის სტილია. შეიმჩნევა პირად და კლანურ სარგებლიანობაზე აგებული პოლიტიკის გატარება. აქტორულ სივრცეში თავისი ეროვნული პრაგმატული მიდგომებით მართლმადიდებელი ეკლესია გამოირჩევა. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ტრანზიციების პირობებში ქართული პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა; პრაგმატული პოლიტიკის გატარების მნიშვნელოვან მიღწევად უნდა მივიჩნიოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ცვლილება ახალ პრაგმატულ მიდგომებს მოითხოვს, რომელიც პოლიტიკური აქტორების რაციონალურ აზროვნებაზე იქნება დამოკიდებული.

ავტორის ბიოგრაფიები

გურამ აბესაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნოდარ აბესაძე , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალური  მეცნიერებების დოქტორი, მოწვეული ლექტორი

წყაროები

ჭავჭავაძე ი. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? რჩ. ნაწარმოებები ხუტ ტომად. ტ. IV. თბ., 1987, გვ. 175-176;

სტივენ ჯონსი. დემოკრატია საქართველოში, http://www.cicerofoundation.org/lectures/Stephen_Jones_Georgia.pdf.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააშობაო ეპისტოლე. 2023. https://www.interpressnews.ge/ka/article/740569-sruliad-sakartvelos-katolikos-patriarkis-mcxeta-tbilisis-mtavarepiskoposisa-da-bichvintisa-da-cxum-apxazetis-mitropolit-ilia-ii-is-sashobao-epistole;

გ. აბესაძე. პოლიტიკური ცნობიერება და მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი რაციონალურობა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები XVIII. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2018-2019, გვ. 382-393;

გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ტრანზიცია და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური და რეფერირებადი ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“. N1, 2023, გვ. 71-79 /ინდექსირებულია საერთაშორისო საძიებო ბაზაში Google scholar. www.b-k.ge https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/787;

გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გეოპოლიტიკური ტრანზიცია და ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეშვიდე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. „უნივერსალი“, თბ., 2023, გვ. 80-91;

გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცნობიერების ფორმირება. საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური და რეფერირებადი ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“. N2, 2023, გვ. 25-34 /ინდექსირებულია საერთაშორისო საძიებო ბაზაში Google scholar. www.b-k.ge http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/806;

გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობა და პოლიტიკური ერის ფორმირება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. ტ. XIX. 2020-2021 წელი, გვ.669-681. თბ. 2023 DOI: https://doi.org/10.52340/sou.2023.19.43

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

29.12.2023

როგორ უნდა ციტირება

აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2023). პრაგმატიზმი - პოლიტიკური ტრანზიციის პარადიგმა. ბიზნესი და კანონმდებლობა, 16(3), 7–12. https://doi.org/10.52340/bal/2023.03.01

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები