პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ტრანზიცია და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2023.01.03საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური სისტემა, დემოკრატიული ტრანზიცია, ეროვნული იდენტობა, ინსტიტუციური აქტორები, პოლიტიკური პოლარიზებაანოტაცია
პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ტრანზიცია ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი პროცესია. პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციური და კულტურულ-ღირებულებითი ტრანზიცია ერის იდენტობის გარდაქმნის გარეშე შეუძლებელია. პოლიტიკური სისტემის ფუნქციონალური რაციონალურობა და პრაგმატულობა გარდაქმნის ერის პოლიტიკურ იდენტობას ახალი დროის შესაბამისად. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ტრანზიციის უპირველეს პრობლემად რჩება ინსტიტუციური გარდაქმნა; დომინანტური ინსტიტუციურობის სინდრომი პოლარიზებისა და დესტრუქციულობის მიზეზი ხდება; ინსტიტუციური პოლარიზება მნიშვნელოვნად აფერხებს ერის პოლიტიკურ გარდაქმნას; პოლიტიკურ გარდაქმნაში იგულისხმება ეროვნული იდენტობის პოლიტიკური ტრანზიცია, რომელიც უპირველესად სახელმწიფოებრივი იდენტობის ფორმირებას გულისხმობს; სახელმწიფოებრივი იდენტობა - ეს არის პოლიტიკურად კონსოლიდირებული და ინსტიტუციურად გარდაქმნილი ერი, რომელიც ეროვნულ რაციონალურობასა და პრაგმატულობას ემყარება. ეროვნული იდენტობის იდეოლოგია ვერ გახდა პოლიტიკური სისტემის დინამიკურობის კრიტერიუმი. პოლიტიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის ერის პოლიტიკური სოციალიზაცია; ახალი ქართული ეროვნულ-პოლიტიკური იდენტობა სოციალიზაციის პროცესის შედეგად მიიღწევა. ეროვნული იდენტობის პოლიტიკური ტრანზიციის პროცესში გარდაქმნას საჭიროებს ერის პოლიტიკურ-კულტურული პოტენციალი. პოლიტიკური სისტემის ფუნქციონალური აქტორების პოლიტიკურ-ინტელექტუალური პოტენციალი ვერ აკმაყოფილებს დროის მოთხოვნებს. პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ტრანზიციის ირაციონალურ პროცესად იქცა პოლიტიკური ოპოზიციის დესტრუქციულობა, რომელიც აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა. დემოკრატიული ტრანზიციის პროცესმა წინა პლანზე წამოსწია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტორული როლი პოლიტიკურ სისტემაში; ეკლესია პრაგმატული მიდგომებით გამოირჩევა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ეროვნულ-პოლიტიკური იდენტობის ფორმირებაში.წყაროები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის სააშობაო ეპისტოლე. 2023. https://www.interpressnews.ge/ka/article/740569-sruliad-sakartvelos-katolikos-patriarkis-mcxeta-tbilisis-mtavarepiskoposisa-da-bichvintisa-da-cxum-apxazetis-mitropolit-ilia-ii-is-sashobao-epistole;
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე. 2023. https://www.interpressnews.ge/ka/article/752388-patriarkis-saagdgomo-epistole;
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის სააშობაო ეპისტოლე.2005 http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/sashobao2005.htm;
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე.2005 http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2005.htm;
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე. 2000. http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2000.htm;
აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2021). სამოქალაქო სივრცის რაციონალურობა და დემოკრატიული ტრანზიცია საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 14(2), 9–13. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/725
აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2022). პოლიტიკური სოციალიზაცია და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(1), 31–39. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/740
აბესაძე G., & აბესაძე N. (2022). პოლიტიკური კულტურა და დემოკრატიული ტრანზიცია საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(3), 12–17. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/773
აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2022). თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენის დომინანტი ინსტიტუციური აქტორები და პოლიტიკური სტაბილურობა. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(2), 76–81. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/763
გ. აბესაძე, ნ. აბესაძე. თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გეოპოლიტიკური ტრანზიცია და ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეშვიდე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2023, გვ. 80-91;
გ. აბესაძე დემოკრატიული ტრანზიტი და ეროვნულ-პოლიტიკური იდენტობის ფორმირება საქართველოში. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეოთხე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. ,,უნივერსალი“, თბ., 2020, გვ. 98-107.











