პოლიტიკური სოციალიზაცია და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება
ანოტაცია
პოლიტიკური სოციალიზაცია თანამედროვე ქართული პოლიტიკური ერისა და მისი იდენტობის ფორმირების განმსაზღვრელი პირობაა. თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სოციალიზაციაზე ორი ფაქტორი მოქმედებს: 1. შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ტრანზიციის რაციონალური და ირაციონალური პროცესები და 2. მსოფლიო წესრიგის ცვლილება, რომელიც ახალი გეოპოლიტიკური ტრანზიციით გამოირჩევა. თანამედროვე ქართული პოლიტიკური სოციალიზაციის მოდელი ეს არის პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციური და კულტურულ-იდეოლოგიური ცვლილებების პროცესი, რომლის მიზანია ერის ახალი პოლიტიკური იდენტობის ფორმირება. თანამედროვე ეპოქამ წინა პლანზე წამოსწია ეროვნული იდენტობის პრობლემა, რომელიც ახლებურ გააზრებას მოითხოვს. ქართული პოლიტიკური სოციალიზაციის უპირველესი ღირებულებითი პრიორიტეტია მულტიკულტურული და პოლიეთნიკური სივრცის პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო იდენტობის ფორმირება. სოციალიზაციის უპირველესი აგენტია პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც სტაბილურობით არ გამირჩევიან; პოლიტიკურ სცენაზე პოლარიზება და დესტრუქციულობა აქტორული მოღვაწეობის სინდრომი გახდა, რაც სოციალიზაციის კრიზისს იწვევს. პოლარიზებას კიდევ უფრო აღრმავებს დომინანტური პარტიები, რომლებიც დემოკრატიული ტრანზიციიას აფერხებენ. პოლიტიკური სოციალიზაციის ირაციონალურ ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკური გაუცხოების ელემენტების გაძლიერება. ერის პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იდეოლოგიას აკისრია. იდეოლოგია - ეს არის გარკვეულ ღირებულებათა სისტემა, რომელმაც უნდა მოახდინოს ერის პოლიტიკურ-კულტურული ტრანზიცია და თანამედროვე პოლიტიკური ერის ფორმირება. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სახელმწიფოებრივი და ინსტიტუციური იდეოლოგია სუსტია, რაც ციკლური პერიოდულობით კრიზისების მიზეზი ხდება. ინსტიტუციური და იდეოლოგიური ვაკუუმის პირობებში თავისი ეროვნული პოზიციით მართლმადიდებელი ეკლესია გამოირჩევა, რომელსაც კონსტიტუციურად პოლიტიკური სტატუსი გააჩნია. ქართული ეკლესია თანამედროვე პოლიტიკური სოციალიზაციისა და ეროვნული იდენტობის ტრანზიციის უმნიშვლევანესი აქტორი გახდა.
წყაროები
ილია ჭავჭავაძე. მგზავრის წერილები. რჩ. ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. 2, თბ., 1985;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე, თბილისი, 2022. https://www.interpressnews.ge/ka/article/707498-saagdgomo-epistole;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე. თბილისი, 2018;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე. კარიბჭე, თბ., 2008;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე. კარიბჭე, თბ., 2006;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე. კარიბჭე, თბ., 2010;
გ. აბესაძე. დომინანტი ინსტიტუციური აქტორები ქართულ პოლიტიკაში და დემოკრატიის სტაბილურობა. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეხუთე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. ,,უნივერსალი“, თბ., 2021, გვ. 210-219;
აბესაძე გ., & აბესაძე ნ. (2021). სამოქალაქო სივრცის რაციონალურობა და დემოკრატიული ტრანზიცია საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 14(2), 9–13. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/725
ნ. აბესაძე. მართლმადიდებლობა და თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის პოლიტიკური ტრანსფორმაცია. სტუ საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, 47-48, 2021, გვ. 252-257;
ნ. აბესაძე. ეროვნული იდენტობა და თანამედროვე ქართული პოლიტიკურ-კულტურული სივრცის დემოკრატიული ტრანზიცია. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეხუთე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. ,,უნივერსალი“, თბ., 2021, გვ. 220-228;
საქართველოს მიერ ასოცირების შეთნხმების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიში. 2022. https://civil.ge/ka/archives/483692;
ე.დ. სმითი. ნაციონალური იდენტობა. ლოგოს პრესი, თბ., 2008;
Francis Fukuyama. Ideology Is Out, Identity Is In.2019,
https://reason.com/2018/12/25/ideology-is-out-identity-is-in/ .











