ფულის ფსიქოლოგიური არსი
ანოტაცია
„ფული“ სპეციფიკური ცნებაა, რომლის ეკონომიკური მნიშვნელობა მჭიდროდ უკავშირდება ფსიქოლოგიურს. ფულს მრავალმნიშვნელოვანი აზრობრივი დატვირთვა აქვს, ის არა მარტო გაცვლის საშუალებაა, არამედ ძლიერი კულტურული სიმბოლო. ადამიანის ცნობიერაში ფულს სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. კვლევის ჰიპოთეზის თანახმად, თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ფულთან დაკავშირებული სოციალური წარმოდგენები ამბივალენტურია. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად შესწავლილ იქნა ფულის ასოციაცია დადებით და უარყოფით ზნეობრივ კატეგორიებთან, ფულის სიმბოლური მნიშვნელობა და ფულის მიმართ დამოკიდებულება. ემპირიული კვლევა ჩატარდა სპეციალურად შემუშავებული კითხვარით, თბილისში, რეპრეზენტაბელურ შერჩევაზე, სულ გამოკითხულ იქნა 1034 პირი.
შედეგებმა დაადასტურა, რომ ფულის შეფასება წინააღმდეგობრივია: ფული ეთრდროულად ასოცირდება უსამართლობასა და სამართლიანობასთან, მატყუარობასა და გულმართლობასთან, შემწყნარებლობასა და შეუწყნარებლობას, „პრინციპულობა-უპრინციპობისა“, თუმცა ჭარბობს უარყოფითი შეფასება, ანუ ფული უფრო ბოროტებასთან ასოცირდება, ვიდრე სიკეთესთან. მამაკაცისათვის ფული უფრო ადამიანის, სიტუაციისა და რესერსუბის კონტროლის სიმბოლოა, ხოლო ქალისათვის – კეთილდღეობისა. ფულის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით გამოიყო სამი ქვეჯგუფი: გამოხატულად დადებითი (33%), უფრო დადებითი (48%) და ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება (19%). გამოვლინდა დადებითი კორელაცია ფულის მიმართ დამოკიდებულებასა და დადებით ზნეობრივ კატეგორიებსა და ღირებულებებს შორის, მაგრამ უარყოფით კატეგორიებთან კორელაცია არ აღინიშნება.
წყაროები
Luft, J. (1957). Monetary value and the perception of persons. Journal of Social Psychology 46, 245-51;
Goldberg, H. and Lewis, R. (2008) Money madness: the psychology of saving, spending, loving and hating money. London: Springwood;
Forman, N (1987) Mind of Money. Toronto: Doubleday;
Furnham A. Argyle M. (1998) The Psychology of Money. London: Routledge;
Rim, Y (1982) Personality and attitudes connected with money. Paper presented at the European Conference on Economic Psychology, Edinburg, August 1982;
McClurc, R. (1984) The relationship between money attitudes and overall pathology. Psychology 21, 4-6;
Lynn, R. (1994) The secret of the miracle economy. London: Social Affairs Unit;
Furnham, A. (1990) The Protestant work ethic. London: Routledge;
Cox, C. and Cooper, C. (1990) Highflyers. Oxford: Basil Blackwell;
Tang, T. (1992) The meaning of money revisited. Journal of Organizational Behaviour 13, 197-202;
Tang, T. (1993) The meaning of money. Journal of Organizational Behaviour 14, 93-99;
Tang, T. (1995) The development of a short money ethic scale. Personality and Individual Differences 19, 809-816;
Tang, T. and Gilbert, P. (1995) Attitudes toward money as related to intrinsic and extrinsic job saticfaction, stress, and work- related attitudes. Personality and Individual Differences 19, 327-332;
Tang, T., Furnham, A. and Davis, E. (1997) A cross-cultural comparison of the money ethic. Personality and Individual Differences 19, 327-332;
Аронсон Э., Уилсон Т., Эйкерт Р. Социальная психология. Психологические законы поведения человека в социуме. М., 2004;











