სიმპტომატური კითხვარისა და მისი მოკლე ფორმების ფსიქომეტრული ანალიზი ახალგაზრდების შერჩევაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2023.03.04საკვანძო სიტყვები:
სიმპტომატური კითხვარის ქართული ვერსია, მოკლე ფორმები, ფსიქოლოგიური დისსტრესი, დისსტრესის სპეციფიკური პირველადი სიმპტომები, სიმპტომების სიმძიმეანოტაცია
სიმპტომატური კითხვარი SCL-90-R შემუშავდა ფსიქოლოგიური დისსტრესისა და დისსტრესის სპეციფიკური პირველადი სიმპტომების შესაფასებლად. წინამდებარე კვლევის მიზანი იყო SCL-90-R-ს ქართული ვერსიისა და მისი მოკლე ფორმების (BSI, SCL-27, BSI-18, SCL-14 და SCL-K-9) ფსიქომეტრული ანალიზი: ფაქტორული სტრუქტურის, სანდოობის შესწავლა, აგრეთვე ტესტის ვრცელი და მოკლე ფორმების ეკვივალენტურობის შემოწმება. კვლევა ჩატარდა შემთხვევით შერჩევაზე 464 პირის მონაწილეობით (მათ შორის 79% ქალი და 21% მამაკაცი, საშუალო ასაკი 21.4±6.2), რომლებმაც შეავსეს სიმპტომატური კითხვარი. ყველა მოკლე ფორმა მიღებულია ტესტიდან შესაბამისი პუნქტების შერჩევის გზით. მიღებული შედეგი SCL-90-R-სა და ყველა მოკლე ფორმის მაღალ სანდოობაზე მიუთითებს: როგორც კრომბაჰის ალფას, ისე მაკდონალდის ომეგას მნიშვნელობა 0.7-ზე მაღალია. კორელაცია SCL-90-R-სა და მისი მოკლე ფორმების შესაბამის სკალებს, აგრეთვე სიმძიმის ინდექსს შორის ძალიან მაღალია – 0.9-ს აღემატება. მაღალი კორელაცია, აგრეთვე ტესტის სხვადასხვა ფორმით გამოთვლილ საშუალო მაჩვენებლებს შორის სხვაობის უმნიშვნელო ეფექტი ადასტურებს SCL-90-R-ისა და მისი მოკლე ვერსიების დამაკმაყოფილებელ ეკვივალენტურობას. დადასტურდა კითხვარის როგორც ვრცელი, ისე მოკლე ფორმების ერთფაქტორიანი სტრუქტურა, რაც მოწმობს ფსიქოლოგიური დისსტრესის ფართო კონსტრუქტის გასაზომად განკუთვნილი SCL-90-R-ისა და მისი მოკლე ფორმების კონსტრუქტის ვალიდურობაზე. სიმპტომატური კითხვარისა და მისი ხუთი მოკლე ფორმის ქართული ვერსია შეიძლება მიჩნეულ იქნეს სანდო და ვალიდურ ინსტრუმენტად ახალგაზრდებს შორის ფსიქოლოგიური დისსტრესისა და ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების შესაფასებლად. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კვლევითი, ისე ფსიქოლოგიური კონსულტირების მიზნებისათვის.
წყაროები
Bech, P., Bille, J., Møller, S., Hellström, L., & Østergaard, S. (2014). Psychometric validation of the Hopkins Symptom Checklist (SCL-90) subscales for depression, anxiety, and interpersonal sensitivity. J Affect Disord., 160, 98–103.
Derogatis, L. (1975). The SCL-90-R. Baltimore: Clinical Psychometric Research.
Derogatis, L. R. (2000). Brief Symptom Inventory-18 (BSI-18): Administration, scoring, and procedures manual. Minneapolis: MN: National Computer Systems.
Derogatis, L. R., & Cleary, P. A. (1977). Factorial invariance across gender for the primary symptom dimensions of the SCL-90. British Journal of Social & Clinical Psychology, 16, 347–356.
Derogatis, L. R., & Melisaratos, N. (1983). The Brief Symptom Inventory: An introductory report. Psychological Medicine, 13, 595–605.
Derogatis, L. R., Lipman, R. S., & Covi, L. (1973). SCL-90: An outpatient psychiatric rating scale: Preliminary report. Psychopharmacology Bulletin, 9 , 13–28.
Derogatis, L., Lipman, R., Rickels, K., Uhlenhuth, E., & Covi, L. (1974). The Hopkins Symptom Checklist (HSCL): a self-report symptom inventory. Behav Sci. 19(1):, 1-15.
Derogatis, L., Rickels, K., & Rock, A. (1976). The SCL-90 and the MMPI: a step in the validation of a new self-report scale. Br J Psychiatry. 128, 280–289.
Flora, D. (2020). Your Coefficient Alpha Is Probably Wrong, but Which Coefficient Omega Is Right? A Tutorial on Using R to Obtain Better Reliability Estimates. . Advances in Methods and Practices in Psychological Science, Vol. 3(4) , 484–501.
George, D., & Mallery, P. (2016). IBM SPSS Statistics 23 step by step: A simple guide and reference. New York: NY: Routledge.
Hardt, J., & Gerbershagen, H. (2001). Cross-validation of the SCL-27: a short psychometric screening instrument for chronic pain patients. . European Journal of Pain, 5, 187–197.
Harfst, T., Koch, U., Kurtz von Aschoff, C., Nutzinger, D., Rüddel, H., & Schulz, H. (2002). Development and validation of a short version of the Symptom-Check-List-90-R . DRV-Schriften, 33, 71–73.
Hayes, A., & Coutts, J. J. (2020). Use Omega Rather than Cronbach’s Alpha for Estimating Reliability. Communication Methods and Measures, 14:1, 1-24.
Kline, R. (2004). Beyond Significance Testing: Reforming Data Analysis Methods in Behavioral Research. Washington DC: American Psychological Association.
L.R., D., Lipman, R., Rickels, K., Uhlenhuth, E., & Covi, L. (1974). The Hopkins Symptom Checklist (HSCL). A measure of primary symptom dimensions. Mod Probl Pharmacopsychiatry; 7(0):, 79-110.
MacKenzie, S., Podsakoff, P., & Jarvis, C. B. (2005). The problem of measurement model misspecification in behavioral and organizational research and some recommended solutions. Journal of Applied Psychology, 90(4), 710–730.
McDonald, R. (1999). Test theory: A unified treatment. . Mahwah: L. Erlbaum Associates.
Paap, M., Meijer, R., Cohen-Kettenis, P., H., R.-A., de Cuypere, G., Kreukels, B., . . . Haraldsen, I. (2012). Why the factorial structure of the SCL-90-R is unstable: comparing patient groups with different levels of psychological distress using Mokken Scale Analysis. Psychiatry Res. 200(2–3), 819–826.
Prinz, U. N., Schulz, H., Petermann, F., Braukhaus, C., & Andreas, S. (2013). Comparative psychometric analyses of the SCL-90-R and its short versions in patients with affective disorders. . BMC Psychiatry. 13:104, 1–9.
PsycTests, APA. (2023). Symptom Checklist-90–Revised: Citation and Description. მოპოვებული https://psycnet.apa.org/doiLanding?doi=10.1037%2Ft01210-000-დან
Revelle, W., & Condon, D. (2019). Reliability from α to ω: A tutorial. Psychol Assess. 2019 Dec;31(12), 1395-1411.
Rosen, C., Drescher, K., Moos, R., Finney, J., Murphy, R., & Gusman, F. (2000). Six- and ten-item indexes of psychological distress based on the Symptom Checklist-90. Psychol Assess, 7, 103–111.
Sereda, Y., & S., D. (2016). Validity assessment of the symptom checklist SCL-90-R and shortened versions for the general population in Ukraine . BMC Psychiatry (2016) 16, Atticle 300.
Smits, I. A., Timmerman, M. E., Barelds, D. P., & Meijer, R. R. (2014). The Dutch Symptom Checklist-90-Revised: Is the Use of the Subscales Justified? European Journal of Psychological Assessment, Advance online publication.
Trizano-Hermosilla, I., & Alvarado, J. M. (2016). Best Alternatives to Cronbach's Alpha Reliability in Realistic Conditions: Congeneric and Asymmetrical Measurements. Frontiers in Psychology, 7 , Article 769.
Wongpakaran, T., Wongpakaran, N., & Boripuntakul, T. (2011). Symptom checklist-90 (SCL-90) in a Thai sample. J Med Assoc Thai. 94(9): 1141–1149.
Zack, M., Toneatto, T., & Streiner, D. (1998). The SCL-90 factor structure in comorbid substance abusers. . J Subst Abuse.,10(1), 85–101.
Zinbarg, R., Revelle, W., Yovel, I., & Li, W. (2005). Cronbach’s α, Revelle’s β, and McDonald’s ωH: Their relations with each other and two alternative conceptualizations of reliability. Psychometrika, 70(1), 123–133.