ინვესტიციები, როგორც საქართველოს რეგიონების განვითარების უმთავრესი ფაქტორი

ავტორები

  • ნათელა ვაშაკიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნათია კურდღელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2025.18.02.07

საკვანძო სიტყვები:

მშპ, რეგიონი, ინვესტიციები, კორელაციური ანალიზი, უთანაბრობა

ანოტაცია

ყველა რეგიონი უნიკალურ ეკონომიკურ სისტემას წარმოადგენს. რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის ნებისმიერი ვარიანტი მნიშვნელოვანი დონის ინვესტიციებს მოითხოვს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება რეგიონების ინსტიტუციური განვითარების პრობლემის გადაწყვეტას. რეგიონების განვითარების ინოვაციური სცენარები წარმოუდგენელია კერძო ბიზნესის ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ალბათ ილუზიური იქნება რეგიონი მხოლოდ სახელმწიფო მხარდაჭერას ელოდეს და თვითონ არ აქტიურობდეს რიგი პრობლემების დასაძლევად.

ავტორის მიერ გაანალიზებულია ინვესტიციების (უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში) სტატისტიკური ინფორმაცია, ჩატარებულია რეგრესიული ანალიზი, დადგენილია კორელაციური კავშირები ინვესტიციებსა და რეგიონში წარმოებულ მშპ-ს შორის.

ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი უთანაბრობა რეგიონებს შორის ინვესტიციების განაწილებაში, რაც მიუთითებს საინვესტიციო ინფრასტრუქტურის მიმართ უფრო დაბალანსებული მიდგომის გამოყენების აუცილებლობაზე. ნაშრომში გამოყენებულია სტატისტიკური, შედარებითი, სტრუქტურული და ფაქტორული ანალიზის მეთოდები.

ავტორის ბიოგრაფიები

ნათელა ვაშაკიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

ნათია კურდღელია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკის დოქტორი, 

წყაროები

ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., აბრალავა ა., რეგიონალიზმი: თეორია და პრაქტიკა, თბ., 2009;

გველესიანი ე., მესხია ი., (2010) რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა. თბილისი;

კურდღელია ნ., (2025) მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების რეგიონული თავისებურებები საქართველოში. ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 1(29), გვ. 21-31. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.02 ;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევა. https://surl.li/buzjuk; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მთლიანი შიდა პროდუქტი. https://surl.li/bbxugy;

სიხარულიძე დ., (2018) უცხოური პირდაპირი ინვესტიციები: თეორია და საქართველოს გამოცდილება;

უგულავა გ., (2023) ტერიტორიული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა. „ივერიონი,“ თბ., გვ.125;

ჩიხლაძე ნ., (2021) რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული მიდგომები. ქუთაისი, „მბმ პოლიგრაფი“;

„ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“. https://surl.li/ydheyj;

Gavtadze G., Chikhladze N., (2020) Opportunities of Using Regional Investment Risk for the Improvement of Regional Development Diagnostics. Bullеtin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 14, #3 : 135-141. http://science.org.ge/bnas/vol-14-3.html;

European Commission. The EU's main investment policy URL: https://surl.lu/pwvdup.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

27.12.2025

როგორ უნდა ციტირება

ვაშაკიძე N. ., & კურდღელია N. . . (2025). ინვესტიციები, როგორც საქართველოს რეგიონების განვითარების უმთავრესი ფაქტორი. ბიზნესი და კანონმდებლობა, 18(2), 69–74. https://doi.org/10.52340/bal/2025.18.02.07

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>