მოგება და რენტაბელობა, როგორც წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების მაჩვენებლები

ავტორები

  • დეზდემონა მაღლაკელიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნათელა ვაშაკიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დიანა უგლავა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.01.11

საკვანძო სიტყვები:

მოგება, რენტაბელობა, ეფექტიანობა, ანალიზი, მაჩვენებლები, შემოსავლები, ხარჯები

ანოტაცია

პრაქტიკით დასტურდება, რომ ინტეგრაციულ ურთიერთობებში ჩართული საწარმოების წარმოებრივი სუვერენიტეტის დაცვა, ეკონომიკური კონკურენციის დაძლევა და ბიზნესის სწორად წარმართვა, მოითხოვს რესურსების მინიმალური დანაკარგებით მაღალი პოზიტიური ფინანსური შედეგებით ფუნქციონირებას. მენეჯერები ვალდებული არიან აკონტროლონ წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობა, რომლის შეფასება შესაძლებელია მოხდეს მოგებისა და რენტაბელობის მაჩვენებლების მეშვეობით.  ანალიზის ინფორმაციის წყაროდ გამოიყენება  საწამოს ბიზნეს-გეგმა, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია.

წარმოების ეფექტიანობის დახასიათებისათვის, მოგების მაჩვენებლები სხვადასხვა დონეზე განისაზღვრება და მიიღება მოგების შემდეგი სახეობები: პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მოგება, საოპერაციო მოგება, საბალანსო მოგება, წმინდა მოგება და გაუნაწილებელი მოგება. აღნიშნული მაჩვენებლები აბსოლუტური მაჩვენებლებია, რომელთა დახმარებით შეიძლება გავაანალიზოთ რამდენიმე წლის მოგების დინამიკა. წარმოების ეფექტიანობის შეფასება ხდება შეფარდებითი მაჩვენებლით, რომელიც  ცნობილია რენტაბელობის სახელწოდებით. რენტაბელობის  მაჩვენებლების  ეკონომიკური არსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ახასიათებენ მოგებას, რომელიც საწარმოში დაბანდებული საკუთარი ან ნასესხები კაპიტალის ერთი ლარიდან არის მიღებული. მოგების თანხა გვიჩვენებს რენტაბელობის მოცულობას, ხოლო რენტაბელობის დონე - რაოდენობრივი მაჩვენებლების ურთიერთშეფარდებას, გამოხატულს პროცენტებით ან კოეფიციენტებით, რომელიც განსაზღვრავს ბიზნესის მომგებიანობის დონეს.

ამრიგად, მენეჯერები მოგებისა და რენტაბელობის მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფენ მიაღწიონ   წარმოების რაციონალური ეკონომიკურ ეფექტიანობას.

ავტორის ბიოგრაფიები

დეზდემონა მაღლაკელიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ნათელა ვაშაკიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დიანა უგლავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი

წყაროები

https://buhconsul.ru/ka/calculation-of-profitability-of-the-enterprise-financial-analysis-and-inestment-analysis-of-the-enterprise/ ;

ი. ჭილაძე ., ფინანსური ანალიზი, მესამე გადამუშავებული გამოცემა, თბ .2021;

ი. ქვაჩახია., თეორიული ეკონომიკა, თბ.1996.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

29.06.2023

როგორ უნდა ციტირება

მაღლაკელიძე დ., ვაშაკიძე ნ., & უგლავა დ. (2023). მოგება და რენტაბელობა, როგორც წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების მაჩვენებლები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 16(1), 124–129. https://doi.org/10.52340/bal/2023.01.11

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები