ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის ინტეგრალური მართვის პრობლემები

ავტორები

  • ნოდარ ჭითანავა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.16.02.01

საკვანძო სიტყვები:

ბუნებრივი რესურსები, გარღვევის სტრატეგია - მობილიზაციური (ინოვაციური) მოდელი, ეფექტიანი ეკონომიკური სისტემა, პროგნოზირება და სტრატეგიული დაგეგმვა

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და ანალიზი და შემოთავაზებულია ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების რეკომენდაციები.

ავტორის მოსაზრებით, მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება რთული პროცესია და ის მიზანშწონილია განვიხილოთ, როგორც ინტეგრირებული სისტემა, რომლის წარმატებული ფუნქციონირებისთვის სახელმწიფომ, საზოგადოებამ და ბიზნესმა მიზნობრივად, ეტაპობრივად უნდა აამოქმედონ სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური განვითარების არსებული შესაძლებლობები და ამით უზრუნველყონ მაღალეფექტიან საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ამ ამოცანის შესრულებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის და მესაკუთრის (მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების უდიდესი ნაწილის მფლობელის) სოციალური და ეკონომიკური ეკსკლუზიური როლის სწორად გაცნობიერება.

ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი არასტაბილური (განვითარების ზიგზაგისებური ხასიათი), არასტანდარტული მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ ტრადიციული მიდგომებით, ქრესტომატიულ დოგმებზე დაყრდნობით შეუძლებელია. ქვეყანაში უნდა განხორციელდეს „გარღვევის სტრატეგია - მობილიზაციური (ინოვაციური) მოდელი“.

ნაშრომში გადმოცემული და არგუმენტირებულია ამ მოდელის არსი, ნაჩვენებია რესურსების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და იმ ფაქტორთა ერთობლიობა, რომელთა გავლენით მიიღწევა რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენება.

ავტორის ბიოგრაფია

ნოდარ ჭითანავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნრეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

წყაროები

საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები (რუს.), თბილისი, 1991 წელი;

Планирование использования земельных ресурсов для устойчивого управления землепользованием, профессиональная и сельскохозяйственная объединенных наций, Рим, 2018 год;

ნ. ჭითანავა. საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები. თბილისი, 2015 წელი;

ნ. ჭითანავა. საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია. თბილისი, 2018 წელი;

ნ. ჭითანავა, თ. ურუშაძე, Land Reform in the Post-Soviet Space (on the Example of Georgia), Lambert Academic Publishing, 2019;

ნ.ჭითანავა. გლობალური გამოწვევები ერთლოლუსიან მსოფლიოში. საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები, თბილისი, 2021 წელი;

კოღუაშვილი პ. (2012). კოოპერაცია — სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტური მექანიზმი. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(7), 37–41. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/236

ე. ნაკაიძე საქართველოს მიწის რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები (რუს). თბ., „მეცნიერება“, 1997 წელი

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მიწის შესახებ საქართველოს კანონმდებლობათა კრებული. თბილისი, 2004 წელი;

საქართველოს 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა, თბილისი, 2005 წელი;

საქართველოს 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა, თბილისი, 2016 წელი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წლიური ანგარიში, 2017 წელი;

Европейская экономическая комиссия, Женева – управление земельными ресурсами в Европе, Тенденции развития и основные принципы Организации Объединенных Наций, Нью-Йорк-Женева, 2005 год;

Джефф Малган, «Искусство государственной стратегии мобилизация власти и знания во имя всеобщего блага». Москва, 2011 год. Изд. Института Гайдара.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

03.10.2023

როგორ უნდა ციტირება

ჭითანავა ნ. (2023). ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის ინტეგრალური მართვის პრობლემები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 16(2), 7–16. https://doi.org/10.52340/bal/2023.16.02.01

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >>