მიწის რესურსების მართვის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში

კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა

ავტორები

  • ნოდარ ჭითანავა

საკვანძო სიტყვები:

მიწის რესურსები, მიწის კონსოლიდაცია, მიწის კოდექსი, მიწის კადასტრი, მიწათმოწყობა, სტრატეგიული დაგეგმვა, პროგნოზირება, სახელმწიფო პროტექციონიზმი, იმპორტჩანაცვლება

ანოტაცია

         მიწის რესურსების მართვის სრულყოფა ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული, უმთავრესი სადღეისო ამოცანაა.

       ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში მიწის რესურსების გამოყენებას სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან სათანადო ყურადღება არ მიექცა - მიწის პრივატიზაცია დარღვევით ჩატარდა;    მიწის ფართობები წვრილ კონტურიან ნაკვეთებად დაქუცმაცდა; მიწის ფართობების მნიშვნელოვანი ნაწილი არ მუშავდებოდა.

            1990-2019 წლებში მდგომარეობა გაუარესდა - ნათესი ფართობი 495 ათასი ჰექტრით, მრავალწლიანი ნარგავების ფართობი კი 201 ათასი ჰექტრით შემცირდა; პრივატიზებული ფართობების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგისტრირებული არ არის; მიწის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებები არ ხორციელდება; ქვეყანაში მიწის ბალანსი არ დგება; მკვეთრად დაეცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობა; დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდა სასურსათო უსაფრთხოება; ქვეყნის აგრარული ბაზრის 70-75% იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს; სოფლის მოსახლეობის რიცხოვნებამ მნიშვნელოვნად იკლო.

            მიწის რესურსების გამოყენებაში არსებული პრობლემები მრავალმხრივმა სუბიექტურმა და ობიექტურმა ფაქტორებმა განაპირობეს. უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ სახელმწიფოს აგრარული პოლიტიკა ახალი გამოწვევების შესაბამისად, კომპლექსურად და თანმიმდევრულად არ ხორციელდება; მაკროეკონომიკური პოლიტიკა მოსწყდა მიკროდონეს; ობიექტურად არა გაცნობიერებული რეგიონული და დარგობრივი თავისებურებებიც; კოოპერაციული საქმიანობა სუსტად მიმდინარეობს; მწარმოებლურობის დონე დაბალია; მართვის ორგანიზაციული და ეკონომიკური მექანიზმი გამართულად არ მუშაობს.

         მიწის რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური წანამძღვრების მომზადების დაჩქარებისათვის საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ისეთ საკვანძო ელემენტებს, როგორიცაა მიწათმოწყობა, მიწის კონსოლიდაცია, მიწის რესურსების გამოყენების პროგნოზირება და დაგეგმვა, სახელმწიფო პროტექიონიზმის  თავისებურებანი.

         ნაშრომში წარმოდგენილია შესაბამის კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიურ საფუძველზე მიწის კოდექსის, მიწის კადასტრის, მიწის რესურსების გამოყენების სტრატეგიის შემუშავებისთვის წინადადებები (რეკომენდაციები) და მათი განხორციელების მიმართულებები.

            კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის აუცილებელია გარღვევის სტრატეგია, რომელიც იმპორტჩანაცვლებისა და საექსპორტო პროდუქციის ზრდის  მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული.

ავტორის ბიოგრაფია

ნოდარ ჭითანავა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

წყაროები

Управление земельными ресурсами в Европе. Тенденции развития и основные принципы . Организация объединенных наций. Нью-Йорк-Женева. 2005 г;

საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები (რუს.)., თბილისი, 1991 წ.;

საქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/70/soflis-meurneoba-da-sasursato-usafrtkhoeba;

ა.მესხიშვილი. უძრავი ქონება., თბილისი, 2011 წელი;

ო.ქეშელაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის განახლებული ზონალური სქემა. თბილისი 2009 წელი;

საქართველოს კანონი „ნიადაგების დაცვის შესახებ“. 1994 წლის 19 მაისი;

Т.Ф.Урушадзе. В.Блюм. Почвы Грузии., тб., 2014 г.;

ნ.ტურაბელიძე, ნ.ბერიძე. მიწის რესურსების მართვა. სახელმძღვანელო, თბილისი, 2013 წელი;

Генеральная схема противоэрозийных мероприятий Грузинской ССР на 1981-1990 годы и на период до 2000 года. Тбилиси., 1987 г.;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფცია.? თბილისი, 2009 წელი;

Планирование использования земельных ресурсов для устойчивого управления землепользованием. Професиональная и сельскохозяйственная организация объединенных наций. Рим., 2018., fao.opg/3/593724;

ნ. ჭითანავა. საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგიები., თბილისი 2018 წელი;

ნ. ჭითანავა. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები (ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება), II ნაწილი, თბილისი, 1999 წელი;

ნ. ჭითანავა. საქართველოს სოფლის მეურნეობა. ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები. თბილისი, 2015 წელი;

Европейская экономическая комиссия, Женева. Управление земельными ресурсами в Европе, тенденции развития и основные принципы. ООН Нью-Йорк-Женева., 2005 г.;

tao.org/3/a-y49545.pat. Разработка концепции экспериментальных проектов консолидации земель в центральной и восточной Европе. рим., 2005 г.;

Планирование использования земельных ресурсов для устойчивого управления землепользованием. ФАО., рим., 2018 г.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.12.2020

როგორ უნდა ციტირება

ჭითანავა N. . (2020). მიწის რესურსების მართვის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში: კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა. ბიზნესი და კანონმდებლობა, 13(2), 6–31. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/696

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები