საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის გეოეკონომიკური ასპექტები

საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე

Authors

  • ნოდარ ჭითანავა

Abstract

მსოფლიო (სამყარო) სწრაფად და თვისებრივად იც- ვლება. უკანასკნელ წლებში მან განვითარების ახალი ნიშნები შეიძინა. გლობალიზაცია, როგორც მოვლენა აღქმადია, როგორც პროცესი, განვითარების გან- მსაზღვრელი ფაქტორი გახდა. მიმდინარე კატაკლიზმე- ბის ფონზე, როცა ძველი და ახალი პრობლემები რთულ კვანძებად ჩამოყალიბდა, სწრაფად ცვალებადი გარემო ახალ-ახალ გამოწვევებს აყენებს. საზოგადოებას უჭირს გაერკვეს პრობლემების მრავალფეროვნებაში და მათი გადაწყვეტის სწორი მიდგომები განსაზღვროს.

ტრანსფორმაციულმა პროცესებმა ქვეყნების განვი- თარების ტრადიციული სტრატეგიებიც შეცვალა. რე- ალობა (ყოფიერება) განსხვავებული თავისებურებებით გამოჩნდა. სტრატეგიული ხედვის არეალი გაფართოვდა და უფრო მრავალმხრივი დატვირთვა შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრივი მიზნე- ბის განხორციელების ალტერნატიული წყაროები, მო- ტივაციური მიდგომების მრავალფეროვნება ართულებს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას, განვითარებაში სტაბილურობის მიღწევის რეალური საშუალებების შერჩევის პროცესს, მკაფიოდ გამოიკვეთა ინტეგ- რაციის (როგორც ასეთის) როლი სახელმწიფოების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში - დღეს გლობალური პროცესები და რეგიონული ინტეგრა- ციული ნაკადები ნებისმიერი ქვეყნისთვის განვითა- რების უმთავრესი ორიენტირია. ეს თავისებურება (ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების ურთი- ერთმოქმედებით განპირობებული) ახალ პარადიგ- მებს სთავაზობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომლის ტრადიციული ფუნქციების შეცვლის (სრულყოფის) აუცილებლობა თავად ტრანსფორმაციული პროცესე- ბის ლოგიკიდან გამომდინარეობს. სახეზეა ტენდენცია: სუვერენული სახელმწიფოს ზე სახელმწიფოებრივ და ქვეყნის შიდა სტრუქტურებზე ზოგიერთი ფუნქციის დელეგირების გაღრმავების პროცესი. ამის კარგი მა- გალითია ევროკავშირი.

ნიშანდობლივია, რომ ინტეგრაციული პროცესების ადეკვატურად სახელმწიფო იძენს ახალ ფუნქციებსაც. კერძოდ, გლობალური და რეგიონული პროცესების რეგულირების, საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამშრომლობის, გეოპოლიტიკურ და გეოეკონომი- კურ სივრცეში ფართოდ მანევრირების, ინტეგრაცი- ულ პროცესებში ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის და სხვ. ფუნქციებს.
აღსანიშნავია, რომ გლობალურმა პროცესებმა განა- პირობეს საერთაშორისო კაპიტალის, მსოფლიო ფინან- სური ბაზრების, ტრანსნაციონალური კორპორაციების,

Author Biography

ნოდარ ჭითანავა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

Downloads

Published

2014-12-31

How to Cite

ჭითანავა ნ. (2014). საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის გეოეკონომიკური ასპექტები: საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე. Business and Legislation, 7(5), 32–37. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/158

Most read articles by the same author(s)

1 2 3 > >>