უჩვეულო ბიზნეს იდეა და უსაზღვრო კმაყოფილება ჭურში

ავტორები

  • იური პაპასქუა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2024.01.13

ანოტაცია

წერილში წარმოდგენილია ორი მეცნიერის შთაბეჭდილება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში განხორციელებული ბიზნეს-იდეის და სასტუმრო „ქვევრებიდან“ დანახული საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასება.

ავტორი შთამბეჭდავად აღწერს იმ შეგრძნებებს, რაც შეიძლება დაეუფლოს „ჭურში“ დაბინავებულ ვიზიტორს საცხოვრებლად უჩვეულო ქვევრის დისკოსებრი გასასვლელ-შემოსასვლელიდან გომბორის, ალაზნის ველის, კავკასიონის, კახეთის სანახების, ღვინის კულტურის, სტუმართმოყვარე განწყობის ერთობლიობაში ხილვის და აღქმის შედეგად.

გარდა პირადი შთაბეჭდილებებისა, წერილში აქცენტები კეთდება საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის, ბიზნესის განვითარების, ახალი იდეების ხელშეწყობის პრობლემებზე. საინტერესო ფორმით და კომპაქტურადაა გადმოცემული სასტუმროს კონცეფციის ავტორთან შეხვედრა, მასთან დიალოგი, შეხედულებები და მოლოდინები. 

ავტორის ბიოგრაფია

იური პაპასქუა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

25.07.2024

როგორ უნდა ციტირება

პაპასქუა I. (2024). უჩვეულო ბიზნეს იდეა და უსაზღვრო კმაყოფილება ჭურში. ბიზნესი და კანონმდებლობა, (1), 78–81. https://doi.org/10.52340/bal/2024.01.13

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >>