მოგება?.. წაგება?.. წიგნი, რომელიც პასუხს გაპოვნინებს
რეცენზია ბესიკ ბოლქვაძის მონოგრაფიაზე: სათამაშო ბიზნესი და ეკონომიკა (გლობალური გამოცდილება და საქართველო)
ანოტაცია
ამრიგად, შეიძლება ვთქვათ, რომ გლობალიზაცია ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში გარდაუვალ პროცესად იქცა და თავისი არსიდან გამომდინარე მოახერხა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზღვრების „მოშლა“ თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთქმედების საშუალებით. გლობალიზაციამ შანსი მისცა ბევრ ორგანიზაციას, აწარმოონ ბიზნეს ოპე- რაციები სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე და თანდათა- ნობით ჩამოყალიბდნენ, როგორც ტრანსნაციონალურ კორპორაციები. ტრანსნაციონალურ კორპორაციად მიიჩნევა კომპანია, რომელსაც წარმომადგენლობითი ოფისი გააჩნია რამდენიმე ქვეყანაში და ცენტრალი- ზებულად ან რეგიონალურ დონეზე ახორციელებს მის მართვასა და კოორდინირებას. ინტერნაციონალიზაცია თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ბევრი ორგანიზაცი- ისთვის გახდა შანსი, დაესახათ გლობალური მიზნები, ეწარმოებინათ ისეთი საქონელი და მომსახურება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისთვის უცხო, მაგრამ სასურველი იქნებოდა. გლობალურ გარემოში ფუნქცი- ონირებისას ორგანიზაციის თვითმიზანია მოგების მაქ- სიმალიზაცია საწარმოო დანახარჯების მინიმიზაციის ხარჯზე. დანახარჯების მინიმიზაციის შესაძლებლობას კი ინტერნაციონალური კორპორაციები ახერხებენ საწარმოო ხაზის ისეთ ქვეყანაში გადატანით, სადაც ნაკლებადაა განვითარებული ეკონომიკა, სამუშაო ძალა და მატერიალები არის იაფი, რის გამოც, წარმო- ების დანახარჯების მინიმიზაცია საკმაოდ იოლად მისაღწევი ხდება. დანახარჯების მინიმიზაცია ინტერ- ნაციონალური კორპორაციებისთვის ასოცირდება კონტრიბუციისზრდითერთეულზე,რითიცსაბოლოოდ მაღალი მოგების მაჩვენებელი იდება, მაგრამ გარდა ამისა, სარგებელს ნახულობენ ის ნაკლებად განვითა- რებული და ღარიბი ქვეყნებიც, სადაც ხდება უცხოური კომპანიების შემოსვლა და წარმოება, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში უწესებენ მაღალ კორპორაციულ გადასახადებს, როგორც ბაზარზე შესვლისთვის, ასევე რეალიზაციიდანაც, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ქვეყნების კეთილდღეობას და ამდიდრებს ბიუჯეტს. ფირმების ინტერნაციონალიზაცია ქმნის ძალიან ბევრ
სამუშაო ადგილს. ახდენს კადრების კვალიფიცირებას სხვადასხვა პროფესიებში და ცოდნის გავრცელებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ მეტი განათკებული და კვალიფიციური მუშახელის რაოდენობას გაზრდის მო- კავშირე ქვეყნებში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებშიც არის მსგავსი კორპორაციული ფილიალები. ეს თავის მხრივ იქნება განვითარების, პროგრესის და განათლების წი- ნაპირობა, რომელიც გლობალიზაციის თანმსდევ პრო- ცესად უნდა მივიჩნიოთ და ყველამ ვეცადოთ შევქმნათ სამყარო, სადაც ადამიანთა ცხოვრება, მათი განათლება და ჯანდაცვა იქნება კანონით დაცული და მიღწეული.