ეკონომიკური ანალიზის როლი საწარმთა მართვის სისტემაში
საკვანძო სიტყვები:
ეკონომიკური ანალიზი, მართვა, ბიზნეს-გეგმა, დაგეგმვა, ფარული რეზერვებიანოტაცია
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, საწარმოს მართვის სისტემის ურთიერთდაკავშირებულ ფუნქციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ეკონომიკურ ანალიზს. ანალიზის შედეგად ხდება საწარმოში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რეზერვების ძიება, დანაკარგების, საწარმოთა შემდგომი განვითარების, ეფექტიანობის ამაღლების, საფინანსო-საკრედიტო და საანგარიშსწორებო ოპერაციების სწრაფად განხორციელების შესაძლებლობების გამოვლენა. ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე დგება საწარმოს მართვისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რესერვების ეფექტიანად გამოყენებისთვის ბიზნეს-გეგმაც, რომლითაც უნდა მოხდეს თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების ბაზაზე წარმოების ინტესიფიკაცია, პროგრესული მენეჯერული გადაწყვეტილებების განხორციელება.
საწარმოს ეფექტიანად მართვის მოტივაციამ განსაზღვრა ეკონომიკური ანალიზის სრულყოფის აუცილებლობა, მისი ინფორმაციის წყაროების და მეთოდიკის მიახლოვება განვითარებულ საბაზრო ურთიერთობის ქვეყნებში მოქმედ სისტემასთან.
ნაშრომში განხილულია ბაზრის განვითარების განუსაზღვრელობის პირობებში ანალიზის გამოყენების, მისი ინფორმაციული წყაროებისა და მეთოდიკის სრულყოფის შესახებ ავტორთა მოსაზრებები.
წყაროები
მ. ჯიქია, რ. ჩეჩელაშვილი, ფ. ბურდული, ეკონომიკური ანალიზი, თბ. 2011;
ი. ჭილაძე, ფინანსური ანალიზი, თბ. 2004;
ზ. ლიპარტია, ნ. გვარამია, ე. ლანჩავა, ეკონომიკური ანალიზი, ნაწილი II, თბ. 2007;
გ. ტყეშელაშვილი, ქ. კიწმარიშვილი, თ. კილაძე, ტ. ქოქოლაძე, ეკონომიკური ანალიზი, თბ. 2012;
ი. ჭილაძე, ფინანსური ანალიზი (ფინანსური ანგარიშგების ანალიზი), სახელმძღვანელო, მესამე გადამუშავებული გამოცემა, თბ. 2018.











