საბაჟო სამართალდარღვევათა სახეები და ადმინისტრირების თავისებურებები საქართველოში

ავტორები

  • რამინ ცინარიძე
  • მირზა ფუტკარაძე

ანოტაცია

საზოგადოების ინფორმატიზაციის სწრაფი ტემპებით ზრდამ ხელი შეუწყო მსოფლიო ეკონომიკის სრულ გამჭვირვალობას. მსოფლიო გლობალიზაციამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საგარეო ეკონომიკ- ური საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის პრობლემა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი როლი განეკუთვნება ოპტიმალური საბაჟო სისტემის შემუშავებასა და პრაქ- ტიკაში დანერგვას. საბაჟო, უპირველეს ყოვლისა, გვევლინება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესების დამცველად. მისი მიზანია დადგენილი სა- ბაჟო ტარიფებით საბაჟო ოპერაციების დაბეგვრის უზრუნველყოფა, ფისკალური აგენტის როლის შესრულება, სახელმწიფოს მიერ დადგე- ნილი წესებით საქონლის მოძრაობის მოქცევა იმ რეჟიმში, რომელსაც ტვირთის მფლობელი ითხოვს, ეკონომიკური ბაზრის დაცვას დემპინგის და სხვა არაკეთილსინდისიერი ექსპანსიისაგან. პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება, ქვეყნის, როგორც მსოფლიო გლობალიზაციის, მსოფლიო ეკონომიკის ნაწილის, მსოფლიოში ინტეგრაციის უზრუნვეყ- ლყოფა. საბაჟო ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის ერთ–ერთი საშუალებაა, როგორც იმპორტის გადასახადების, ისე საბაჟო სამარ- თალდარღვევათა ადმინისტრირების კუთხით.

ავტორის ბიოგრაფიები

რამინ ცინარიძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი

მირზა ფუტკარაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.09.2014

როგორ უნდა ციტირება

ცინარიძე რ., & ფუტკარაძე მ. (2014). საბაჟო სამართალდარღვევათა სახეები და ადმინისტრირების თავისებურებები საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 7(4), 58–71. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/179

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>