გადასახადების გადამხდელთა საგადასახადო ადმინისტრირებაში პრობლემები კვლავაც რჩება

Authors

  • სულიკო ფუტკარაძე
  • მირზა ფუტკარაძე

Abstract

ძალადობრივმა წარსულმა ანგარიშგასაწევი გამოცდილება დაგვიტოვა: ეკონომიკის განვითრებაზე არ მუშაობს მხოლოდ ხელისუფლებისა თუ გარკვეულ პირთა წრის ნების გამომხატველი საგადასახადო პოლიტიკა!

ბევრს ჯერ კიდევ მწარედ ახსოვს ის გახმაურებული შემთხვევები, როცა სახელმწიფოსა და გადამხდელს შორის პარტნიორული ურთიერთობების ნაცვლად, ბიუჯეტში რაც შეიძლება მეტი თანხების ამოღების მოტივაციით (თუ დავალებით) ხელისუფლება მაკონტროლებელ ორგანოებს აიძულებდა გადასახასდის გადამხდელთა მიმართ გამოეყენებინათ იძულების ყველა ფორმა, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობის ნორმების სხვადასხვაგვარი შეფუთვა და ინტერპრეტაციები. სახელმწიფო ბიუროკრატიული მექანიზმი ცდილობდა გადამხდელისაგან ამოეღო რაც შეიძლება მეტი თანხა ისე, რომადექვატურდაბანდებასაც(ხელშეწყობას)არახდენდა. რესურსგაცლილი გადამხდელი კი ვალაუვალ მდგომარეობაში ვარდებოდა და ელემენტარული საარსებო პირობების შენარჩუნებას ეწირებოდა წარმოების გაფართოება.

Author Biographies

სულიკო ფუტკარაძე

ბიზნესის მართვის აკადემიური დოქტორი, ჟურნალ,,ბიზნესი დაკა- ნონმდებლობის" სამეცნიერო საბჭოს წევრი

მირზა ფუტკარაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

Downloads

Published

2015-07-31

How to Cite

ფუტკარაძე ს., & ფუტკარაძე მ. (2015). გადასახადების გადამხდელთა საგადასახადო ადმინისტრირებაში პრობლემები კვლავაც რჩება. Business and Legislation, 8(2), 20–26. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/137

Most read articles by the same author(s)

1 2 3 > >>