რა შეიცვალა საგადასახადო კოდექსში?!
Abstract
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული და- ბეგვრისა და ადმინისტრირების პროცედურების დახვეწის, აღნიშნული სფეროს უფრო ეფექტური რეგულირებისათვის მოქნილი მექანიზმის შემუშავების საჭიროებიდან და სა- გადასახადო კოდექსში ჯერ კიდევ არსებული ცალკეული ბუნდოვანი, ორაზროვანი დებულებების, ტექნიკური თუ რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრის უზ- რუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა (იხ. 2013 წლის 26 დეკემბრის საქარ- თველოს კანონი N1886-რს ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ").
განხორციელებული ცვლილებების აქტუალობიდან გა- მომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მოგაწოდოთ მათზე კომენტარი, რათა გადამხდელთა მიერ სწორად იქნას აღქმული აღნიშნული ცვლილებები.