ეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენი

ავტორები

  • იური პაპასქუა

ანოტაცია

ახლახან, გამომცემლობა "ინოვაციამ" გამოსცა ნოდარ ჭითანავას და ლარისა თაკალანძის მონოგრაფია - სოციალური ეკონომიკა: ფორმირება და განვითარება (I ნაწილი)
მონოგრაფია სოციალური ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების პრობლემებს ეძღვნება. ამ კონტექსტში კომპლექსურად და ერთიანი კონცეპტულურ-მეთოდოლოგიური მიდგომითაა განხილული და გაანალიზებული საქართველოში საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები, დაშვებული შეცდომების (თეორიულ-პოლიტიკური, თეორიულ-ეკონომიკური, თეორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი, თეორიულ-მეთოლოგიური ხასიათის შეცდომები) განმსაზღვრელი გარე და შიდა ფაქტორები. ამასთან, ახსნილია ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის წინააღმდეგობრივი ხასიათი - ცალკეულ ეტაპებზე გამოცოცხლებისა და დაქვეითების ტენდენციები, საბაზრო მექანიზმის სპონტანურად დამკვიდრება და სამამულო წარმოების დაცვის ეპიზოდური მცდელობები, ჩრდილოვან ეკონომიკასთან დეკლარირებული ბრძოლა და ეროვნული სიმდიდრის ძარცვის მოტივაციის აღზევება, სახელმწიფო ეკონომიკური როლის მინიმიზაციის კურსი და ეკონომიკის სახელმწოფოებრივი რეგულირების იგნორირება და ინტეგრაციული პროცესების ცალმხრივი განვითარება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

29.01.2020

როგორ უნდა ციტირება

პაპასქუა I. (2020). ეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენი. ბიზნესი და კანონმდებლობა, 1(3), 125–125. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/1016

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >>