საბაჟო სამართალდარღვევათა სახეები და ადმინისტრირების თავისებურებები საქართველოში

Authors

  • რამინ ცინარიძე
  • მირზა ფუტკარაძე

Abstract

საზოგადოების ინფორმატიზაციის სწრაფი ტემპებით ზრდამ ხელი შეუწყო მსოფლიო ეკონომიკის სრულ გამჭვირვალობას. მსოფლიო გლობალიზაციამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საგარეო ეკონომიკ- ური საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის პრობლემა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი როლი განეკუთვნება ოპტიმალური საბაჟო სისტემის შემუშავებასა და პრაქ- ტიკაში დანერგვას. საბაჟო, უპირველეს ყოვლისა, გვევლინება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესების დამცველად. მისი მიზანია დადგენილი სა- ბაჟო ტარიფებით საბაჟო ოპერაციების დაბეგვრის უზრუნველყოფა, ფისკალური აგენტის როლის შესრულება, სახელმწიფოს მიერ დადგე- ნილი წესებით საქონლის მოძრაობის მოქცევა იმ რეჟიმში, რომელსაც ტვირთის მფლობელი ითხოვს, ეკონომიკური ბაზრის დაცვას დემპინგის და სხვა არაკეთილსინდისიერი ექსპანსიისაგან. პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება, ქვეყნის, როგორც მსოფლიო გლობალიზაციის, მსოფლიო ეკონომიკის ნაწილის, მსოფლიოში ინტეგრაციის უზრუნვეყ- ლყოფა. საბაჟო ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის ერთ–ერთი საშუალებაა, როგორც იმპორტის გადასახადების, ისე საბაჟო სამარ- თალდარღვევათა ადმინისტრირების კუთხით.

Author Biographies

რამინ ცინარიძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი

მირზა ფუტკარაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

Downloads

Published

2014-09-30

How to Cite

ცინარიძე რ., & ფუტკარაძე მ. (2014). საბაჟო სამართალდარღვევათა სახეები და ადმინისტრირების თავისებურებები საქართველოში. Business and Legislation, 7(4), 58–71. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/179

Most read articles by the same author(s)

1 2 > >>