კომერციულ ბანკებში საკრედიტო რისკების მართვა

Авторы

  • ბესარიონ ნაყოფია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2024.02.06

Аннотация

       ნაშრომში განხილულია კომერციულ ბანკებში საკრედიტო რისკების მართვის თანამედროვე სისტემა და ძირითადი პროცესები, რისკების კონტროლი დაკრედიტების პროცესში, ტიპური პრობლემების ანალიზი, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია საკრედიტო რისკების თანამედროვე მართვის სისტემების დასანერგად.

       კომერციულ ბანკებში საკრედიტო ოპერაციები წარმოადგენს საბანკო ბიზნესის საფუძველს, რადგან სწორედ ისინი ბანკის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მაგრამ ეს ოპერაციები დაკავშირებულია საკრედიტო რისკთან, რომლის გავლენასაც დაკრედიტებისას მეტ-  ნაკლებად განიცდის ნებისმიერი ბანკი. ბანკის ძირითადი მიზანია „ოქროს შუალედის“ მოძებნა, ე.ი. საკრედიტო ოპერაციების შემოსავლიანობასა და რისკის ხარისხს შორის ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს რისკის გონივრული მართვით.

         საკრედიტო რისკის მართვის ძირითადი ბერკეტებია: საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაცია, მსესხებლის კრედიტუნარიანობისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, საკრედიტო პერსონალის კვალიფიკაცია, კრედიტების სტრუქტურირება, კრედიტების რაციონირება, რეზერვების შექმნა სესხებიდან მიღებული შესაძლო დანაკარგების დასაფარავად და სხვ.

          საბანკო პრაქტიკაში საკრედიტო რისკის შემცირების ყველაზე გავრცელებული მეთოდია კლიენტის კრედიტუნარიანობის შეფასება.

           საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების კომერციული ბანკების საკრედიტო ოპერაციების პრაქტიკული გამოკვლევა და ეროვნულ გამოცდილებათა განზოგადება საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ საკრედიტო რისკების შეფასების მეთოდიკა, რომელიც მოიცავს საკრედიტო პროცესის ყველა ეტაპს.

           საკრედიტო რისკის წარმოშობის მიზეზების შესწავლამ აჩვენა, რომ მის წარმოქმნაში სულ უფრო დიდ როლს ასრულებს პერსონალური და ადმინისტრაციული მიზეზები. მნიშვნელოვანია ბანკებში დეპოზიტების დაზღვევის განხორციელება.

        თანამედროვე პირობებში კომერციულ ბანკებში საკრედიტო რისკის მართვის გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზედამხედველო ორგანოების მიერ საბანკო სექტორზე კონტროლის გამკაცრებას. განსაკუთრებით საგულისხმოა ბანკის ადგილზე ინსპექტირების ინსტრუმენტის სრულყოფილად გამოყენება.

Биография автора

ბესარიონ ნაყოფია , თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

Библиографические ссылки

ირაკლი კოვზანაძე: გოგი კონტრიძე. თანამედროვე საბანკო საქმე. თბილისი. 2017 წელი;

ლეილა ღუდუშაური-საოპერაციო რისკის მართვის გამოწვევები და გადაწყვეტის გზები. ეკონომიკის ინოვავიური განვითარება: მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები. თბილისი. 2022 წელი;

SilagadzeA., Priorities for the Economy of Post-communist Georgia in the Context of the World Financial Crisis. Problems of Economic Transition, 2013. Vol., 56, N8;

Papava V., Georgian Economy – reforms and pseudo-reforms, Tbilisi, 2015;

ევროინტეგრაციული ეკონომიკური მექანიზმების ზოგიერთი საკითხის სრულყოფისათვის. თბილისი. 2019 წელი.

Загрузки

Опубликован

2024-12-27

Как цитировать

ნაყოფია ბ. . (2024). კომერციულ ბანკებში საკრედიტო რისკების მართვა. Business and Legislation, 17(2), 42–47. https://doi.org/10.52340/bal/2024.02.06