საქართველოში საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის სრულყოფა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე

ავტორები

  • ბესარიონ ნაყოფია

ანოტაცია

სახელმწიფოს არსებობისა და ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა მყარი ფინანსური მექანიზმისა და ფინანსური ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ისეთი მწვავე, ნეგატიური საკითხების გადაჭრას, როგორებიცაა: სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა; ინფლაციის მაღალი დონე; უცხოური და საკუთარი საინვესტიციო რესურსების არადამაკმაყოფილებელი მოძიება და მოზიდვა; ფინანსური ბაზრის განვითარების დაბალი დონე; საგადასახადო კანონმდებლობის ხშირი, გაუმართლებელი ცვალილება. ამ საკითხების გადაწყვეტის  ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა   საბიუჯეტო შემოსავლების-გადასახადების მობილიზაციის მაღალი დონის მიღწევა, მეცნიერულად დასაბუთებული საგადასახადო სისტემის არსებობა  მდგრადი საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების პირობებში.
საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც საბიუჯეტოსთან ერთად ფისკალურ პოლიტიკას ქმნის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

        ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ტარდება მთავრობის მიერ, უნდა პასუხობდეს საქართველოს საგადასახადო სისტემის აგების ძირითად პრინციპებს და უნდა ახდენდეს ქვეყნის შიგნით ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირებას. გარდა ამისა, ფისკალური პოლიტიკის რეალიზაცია უნდა ითვალისწინებდეს გადასახადებით დაბეგვრის სახელმწიფო მართვის რამოდენიმე ფუნქციას: სახელმწიფო დანახარჯების ფინანსური, ე.ი. გადასახადების პირდაპირ ფუნქციას; სოციალური წონასწორობის შენარჩუნებას ცალკეული ჯგუფების შემოსავლებს შორის თანაფარდობის ცვლილების გზით, მათ შორის უთანასწორობის აღმოფხვრის გზით; ეკონომიკის ინფლაციის საწინააღმდეგო, სექტორული, დარგობრივი და რეგიონული სახელმწიფო რეგულირებით; დასავლეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავისი პოზიცია  გადასინჯოს და დამატებითი  ღირებულების გადასახადი და ან საშემოსავლო გადასახადის შემოსავლებს მისცეს(დააკისროს) მარეგულირებელი ფუნქცია; დასამუშავებელია მეცნიერულად არგუმენტირებული მეთოდიკა, რომელიც კონკრეტულად უნდა პასუხობდეს საბაზრო ეკონომიკისა და ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკის რეალიზაციის  აუცილებელ და  მკაცრ მოთხოვნებს.

ავტორის ბიოგრაფია

ბესარიონ ნაყოფია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი

წყაროები

სილაგაძე ა. მიკროეკონომიქსი. თბ. 2016;

პაპავა ვლ. საგადასახადო ფედერალიზმი, თანხმობა თუ სეპარატიზმი. თბ. 2010;

კოვზანაძე ი. კონტრიძე გ. თანამედროვე საბანკო საქმე. თბ. 2014;

კაკულია რ. ფინანსური სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში. თბ. 2015;

მესხია ი. ბასარია რ. საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფის საკითხები. თბ. 2011;

ნაყოფია ბ. საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის სრულყოფის ზოგიერთი საკითხისათვის. თბ. 2016.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.12.2020

როგორ უნდა ციტირება

ნაყოფია B. . (2020). საქართველოში საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის სრულყოფა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე. ბიზნესი და კანონმდებლობა, 13(2), 53–61. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/699

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები