საქართველოში ევროინტეგრაციული ეკონომიკური მექანიზმების ზოგიერთი საკითხის სრულყოფისათვის

ავტორები

  • ბესარიონ ნაყოფია

ანოტაცია

ევროკავშირთან ინტეგრაციისაკენ აღებული კურსი საზოგადოების აშკარა მხარდაჭერით სარგებლობს და ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მზარდი ინტერესის საგანია. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დამოკიდებულია მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდა. სწორედ ეკონომიკური რესურსების შეზღუდულობის პირობებში თითოეული საქონლისა და მომსახურების წარმოება მხოლოდ განსაზღვრული ოდენობით შეიძლება მაშინ, როცა ადამიანთა მოთხოვნილებები მრავალფეროვანია. ამიტომ ადამიანებს ყოველთვის როდი აქვთ ის, რაც სურთ. ამ წინააღმდეგობას მნიშვნელოვნად ამწვავებს ის გარემოებაც, რომ წარმოებრივ შესაძლებლობათა ზრდის ტემპებს უსწრებს მოთხოვნილებათა ზრდის ტემპები. ამ წინააღმდეგობის დაძლევა ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ ერს დამოუკიდებლად, იზოლირებულად არ შეუძლია. ამიტომ წარმოიქმნება საგარეო ეკონომიკური სავაჭრო კავშირები, იზრდება რესურსების მოძრაობის მასშტაბები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრის გავლით. ამასთან დაკავშირებით იქმნება საბაჟოებისა და სავალუტო კურსის რეგულირების საჭიროება და სხვ. ეკონომიკური მექანიზმების მრავალრიცხოვნობა დღის წესრიგში აყენებს მათი კლასიფიკაციის საჭიროებას.

         თუ ჩავთვლით, რომ ეკონომიკური მექანიზმი წარმოადგენენ ეკონომიკურ მოვლენათა ურთიერთკავშირს, რომელიც წარმოიშობა გარკვეულ სიტუაციაში საწყისი იმპულსის ზეგავლენით, მაშინ უდავოა, რომ მრავალი სხვადასხვა იმპულსების არსებობა განაპირობებს ეკონომიკურ მექანიზმთა სიმრავლეს.    
საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს საბაზრო ეკონომიკის განმტკიცებისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის ამოცანებიდან. ამიტომ, ქვეყანამ უდიდესი ყურადღება უნდა დაუთმოს ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების ყოველმხრივ განვითარებას, რადგან   ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მნიშვნელოვან ურთიერთ ეკონომიკურ სარგებლობასთან ერთად არანაკლები, თუ არა გადამწყვეტი, _ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ავტორის ბიოგრაფია

ბესარიონ ნაყოფია

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

წყაროები

ა. სილაგაძე, ეკონომიკური დოქტრინები, თბ., 2016 წელი;

ვ. პაპავა, საქართველო საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თბ., 2015 წელი;

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო-2020;

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში, /2017/ Reitingebi/doing. Busines-2017-geo;

ბ. ნაყოფია, ბიზნესის საფუძვლები, სახელმძღვანელო, თბ., 2010 წელი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

27.12.2019

როგორ უნდა ციტირება

ნაყოფია B. (2019). საქართველოში ევროინტეგრაციული ეკონომიკური მექანიზმების ზოგიერთი საკითხის სრულყოფისათვის. ბიზნესი და კანონმდებლობა, 12(2), 25–31. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/406

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები