სოფლის მოსახლეობის დასაქმების აქტუალური საკითხები
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2023.01.08საკვანძო სიტყვები:
სოფლის მეურნეობა, დასაქმება, შრომითი რესურსები, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემებიანოტაცია
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტად გვევლინება ძირითადად სოფლის შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება ან თვითდასაქმება. დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის ორი უმთავრესი გზა არსებობს, რომელთაგან პირველი ყველასათვის ცნობილი სახელმწიფო სამსახურის ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე მათი დასაქმებაა, ხოლო მეორეს წარმოადგენს ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები, რომლებიც შეიქმნება სოფლად მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებით. სოფლის მოსახლეობის დასაქმებით უნდა აისახოს ეკონომიკური აქტივობა, რომელიც მათი კეთილდღეობის ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დასაქმება და აქტივობა დამოკოდებულია სოფლის მცხოვრებთა ზრდის დინამიკაზე, ასაკობრივ სტრუქტურაზე, პროფესიულ შემადგენლობაზე და შრომის ანაზღაურებაზე. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში არა სახარბიელო მდგომარეობაა, რადგან მცირდება, როგორც სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა, ასევე სასოფლო მეურნეობებში მომუშავეთა საშუალო რაოდენობა. სხვა დარგებში დასაქმებულებებთან შედარებით დაბალია მათი შრომის ანაზღაურება.
ამრიგად, სოფლის მეურნეობის განვითარება აუცილებელია მეცნიერულად დასაბუთებული და სხვა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით შემუშავებული სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე, რაც ხელს შეუწყობს ახალდაზრდა თაობის ზრდა-დასაქმებას, მათ სოციალურ და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. საბოლოოდ შენელდება სოფლის მოსახლეობის მიგრაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე შეჩერება საზღვარგარეთ მიგრაციაც.
წყაროები
ჭითანავა ნ. (2014). აგრარული სექტორი ახალი გამოწვევების წინაშე: აგრარული სექტორის ტრანსფორმაციის ძირითადი ნიშნები, თავისებურბები და ტენდენციები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 7(2), 5–21. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/203
კოღუაშვილი პ., შრომითი რესურსების გამოყენების პრობლემები სოფლის მეურნეობაში. ჟ. ბიზნესი და კანონმდებლობა, ოქტომბერი 2010;
https://www.geostat.ge/media/46404/soflis_meurneoba_2021.pdf;
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia;
https://www.geostat.ge/media/38833/soflis_meurneoba_2020.pdf.











