პანდემიის შედეგები გლობალურ ეკონომიკაზე

ავტორები

  • მადონა გელაშვილი სოხუმის ­სახელმწიფო­ უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-4952-6420

ანოტაცია

პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ გლობალურ ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ მზარდია და კვლევის საგანს წარმოადგენს. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის და პანდემიის გავრცელების პრევენციისათის გატარებულმა ზომებმა მათ შორის, საზღვრების ჩაკეტვამ, ქალაქების შორის მოძრაობის აკრძალვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და სოციალური დისტანცირების  მოტივით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა, სულ მცირე-3% -ით,  რაც 2008-2009 წლების გლობალურ კრიზისზე უფრო ცუდი მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო ექსპერტების პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული რეცესია დაძლეული იქნება,  რომ უარყოფითი გლობალური ზემოქმედებები შესუსტდება და ფინანსური ბაზრების მოშლა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. 2021 წელს უკვე დაფიქსირდა გლობალური ეკონომიკური ზრდა - 4.2%, ხოლო მოწინავე ეკონომიკაში - 3.9%,  განვითარებად ქვეყნებში - 4.6% -მდე. ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რიგ შემთხვევაში პერსპექტივა ძალზე გაურკვეველი და ბუნდოვანია.

რა გადაწყვეტილებებს მიღეებენ მომავალში, უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება IT-ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტში (განსაკუთრებით, უსაფრთხოების გამო), სამედიცინო აპარატურაში, ჯანდაცვაში, ბიოტექნოლოგიაში და აგრეთვე, სოფლის მეურნეობაში, ეს ის საკითხებია რომელიც ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა. რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური რესურსის შედინებას ვარაუდობენ ინტერნეტის პროვაიდერ და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში, რადგან  კერძო სექტორმა დაინახა, რომ ბევრი საკითხის განხილვა ონლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელი. ონლაინ კონსალტინგი, ონლაინ იურიდიული მომსახურება, ფინანსური რჩევები და სხვა, ბევრი ადამიანი დიდ დროს დაზოგავს, მაგრამ მნიშვნელოვან პრობლემებსაც წარმოქმნის, რადგან ეს პროცესები გამოიწვევს ბევრი დარგის შემცირებას ან გაქრობას; უმუშევრობის ზრდას.

კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალი მოწყვლადობა სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასთან, სადაც დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მიდის,რონლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონა ვირუსის პირობებში, ესენია:

- საბითუმო და საცალო ვაჭრობა (13,9%);

- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11,4%);

- მშენებლობის სექტორები (8,3%);

- საფინანსო-სადაზღვეო საქმიანობები(6,1%);

 ამასთან, ტურისტული სექტორის გაჩერებამ, რომელიც წლებია ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად მოიაზრება, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც შრომით ბაზარს, ასევე ლარის კურსის სტაბილურობას. ტურიზმიდან შემოსული ფინანსური კაპიტალი, უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ლარის კურსის გამყარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდა.

პანდემიით გამოწვეული კრიზისი საკმაოდ ღრმა კვალს დატოვებს და დიდ გლობალურ პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ ნომერ პირველი გამოწვევაა ჯანმრთელობის გლობალური და მეტად რთული ეკონომიკური მდგომარეობის გადალახვა. ამის შემდეგ, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა, რომ მოძებნოს ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად და მდგრადი აღორძინების გზები, რათა ხელი შეუშალოს სიღარიბისა და უმუშევრობის შემდგომ ზრდას.

ავტორის ბიოგრაფია

მადონა გელაშვილი, სოხუმის ­სახელმწიფო­ უნივერსიტეტი

ეკონომიკის­ აკადემიური ­დოქტორი, ასოცირებული­ პროფესორი

წყაროები

Gelashvili M., (2017). „Innovative Human Capital and its development characteristics“, SSU IV international-practical conference, collections. Tbilisi „Homeland“;

Bedianashvili, G. (2021). Macroeconomic and Cultural Determinants of the COVID-19 Pandemic Crisis. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 15 (2),191-197;

Bregadze, G. (2021). Toward the Introduction of Tourism Satellite Account–Case Study Georgia. Globalization and Business,11, 127–132. https://doi.org/10.35945/gb.2021.11.018;

Shengelia T., (2020). The post-coronavirus economy of the world and Georgia. // Economic and Business № 12;

OECD (2020), Employment rate by age group (indicator). doi: 10.1787/084f32c7-en (Accessed on 23 October 2020);

Carlsson-Szlezak, Philipp, Reeves, M., & Swartz, P. (2020, March 27). Understanding the Economic Shock of Coronavirus. Harvard Business Review. hbr.org;

Baldwin, R. (2020, March 13). Keeping the lights on: Economic medicine for a medical shock. VoxEU. Org;

Gourinchas, P.-O. (2020). Flattening the pandemic and recession curves. Mitigating the COVID Economic Crisis: Act Fast and Do Whatever;

Baker, S. R., Bloom, N., Davis, S. J., & Terry, S. J. (2020). COVID-Induced Economic Uncertainty (Working Paper No. 26983; Working Paper Series). National Bureau of Economic Research. https://doi.org/10.3386/w26983;

Coibion, O., Gorodnichenko, Y., & Weber, M. (2020b). The Cost of the Covid-19 Crisis: Lockdowns, Macroeconomic Expectations, and Consumer Spending (Working Paper No. 27141; Working Paper Series). National Bureau of Economic Research.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.12.2022

როგორ უნდა ციტირება

გელაშვილი M. (2022). პანდემიის შედეგები გლობალურ ეკონომიკაზე. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(3), 38–42. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/777