„მწვანე“ ეკონომიკა - მიზნები და უპირატესობები

ავტორები

  • მადონა გელაშვილი

ანოტაცია

რატომ საუბრობენ მეცნიერები მთელ მსოფლიოში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მაშინ, როცა გარკვეული ფირმების წარმომადგენლებს  ნაკლებად აწუხებთ ეს საკითხები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უპირველეს ყოვლისა,  უნდა გავერკვეთ რას წარმოადგენს აღნიშნული კონცეფცია და გავაანალიზოთ მისი მნიშვნელობა, მიზნები და უპირატესობები.

„მწვანე“ ეკონომიკის კონცეფცია მჭიდროდ უკავშირდება მდგრად განვითარებას. გლობალური გამოწვევების ფონზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისი, გამოიკვეთა ეკონომიკური განვითარების ისეთი ახლებურად აღქმის საჭიროება, რაც ყველასათვის სარგებლის მომტანი იქნება. ამ თვალსაზრისით მდგრადი განვითარება, ანუ დაბალანსებული პროგრესის მიღწევა ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში თანადროულად, - სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეკონომიკური ზრდის ახალმა შესაძლებლობებმა, რომელიც ამ ახალმა გარემოებებმა შექმნა, საფუძველი დაუდო მწვანე ეკონომიკის კონცეფციას. ეს კონცეფცია გულისხმობს ისეთ მომგებიან სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც იმავდროულად ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას.

ავტორის ბიოგრაფია

მადონა გელაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, სსუ-ის ასოცირებული პროფესორი

წყაროები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა. განვითარებული ქვეყნების მაგალითები(2010). http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf;

მწვანე ეკონომიკის ინსტიტუტი. ოფიციალური ვებ-გვერდი: http://greeneconomics.org.uk;

საერთააშორისო ჟურნალი მწვანე ეკონომიკის შესახებ. http://www.inderscience.com/ijge;

მწვანე ეკონომისტი. ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.greeneconomist.org/;

Gelashvili M., „State Regulation of Investment Activities in Georgia“. Nova Science Publishers. Georgian International Journal of Science and Technology. ISSN: 1939-5825 https://www.novapublishers.com/catalog/index.php?cPath=125; USA 2013; v. 5-9;

Gelashvili M., „Human resources and its Development Tendencies in Georgia“. „Ekonomisti“ №1, 2018; p.55;

Gelashvili M., D. Burlachenko, „The strategy of growth of green economy in Georgia“. World Economy and International Economic relations International Scientific; Collection; Volume 4, CUL – 2021. p.11;

United Nations Environment Programme.Examples of developed countries (2016). http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

10.10.2022

როგორ უნდა ციტირება

გელაშვილი M. . (2022). „მწვანე“ ეკონომიკა - მიზნები და უპირატესობები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(2), 82–87. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/764