პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

ავტორები

  • მადონა გელაშვილი

ანოტაცია

COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია სახელმწიფო ვალის იმ დონემდე ზრდა, რომ მთელი რიგი ქვეყნების მთავრობები აიძულა განეხილათ ქვეყნებს შორის კონსოლიდაცის საკითხები, მაგრამ ეს არაფერია იმ ფისკალურ სირთულეებთან შედარებით, რომლებიც წარმოიქმნება მომდევნო ათწლეულებში,  აცხადებს OECD-ი  2021 წლის ოქტომბერში.

COVID-19 (კორონალური ვირუსი) საკმაოდ რთული გამოწვევა და ძლიერი საფრთხე აღმოჩნდა არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისათვისაც. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ვუჰანში გაჩენილი ვირუსი რამდენიმე თვეში პანდემიად იქცა და მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი  ნეგატიური ეფექტი შეუქცევადი გახადა. ცხადია, საკმაოდ რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება იმ ეკონომიკური გავლენების შესახებ, რომელსაც მსოფლიოში პანდემიური პროცესი და ქვეყანებში არსებული ეპიდემიური სურათი მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი  ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელშიც გაანალიზებულია ის ნეგატიური ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, რომელიც  COVID-19 ვირუსის პანდემიითა გამოწვეული. მით უფრო, რომ ეს რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხეა არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. თავდაპირველი შოკის შემდგომ უფრო აქტიურად დაიწყო პანდემიის შედეგად გამოწვეული რეცესიის შედეგების გაანალიზება. ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები მსოფლიო ეკონომიკაზე, გეოპოლიტიკაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, უმუშევრობის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები პანდემიის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე არაერთგვაროვნად აფასებენ.

ავტორის ბიოგრაფია

მადონა გელაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, სსუ-ის ასოცირებული პროფესორი

წყაროები

გელაშვილი მ., „Covid-19, როგორც არსებული გლობალური საფრთხე“. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია. თბ., 2021;

Gelashvili M., 2017. „Innovative Human Capital and its development characteristics“, SSU IV international-practical conference, collections. Tbilisi „Homeland“;

OECD (2020), Employment rate by age group (indicator). doi: 10.1787/084f32c7-en (Accessed on 23 October 2020);

Carlsson-Szlezak, Philipp, Reeves, M., & Swartz, P. (2020, March 27). Understanding the Economic Shock of Coronavirus. Harvard Business Review. hbr.org;

Baldwin, R. (2020, March 13). Keeping the lights on: Economic medicine for a medical shock. VoxEU.Org;

Gourinchas, P.-O. (2020). Flattening the pandemic and recession curves. Mitigating the COVID Economic Crisis: Act Fast and Do Whatever;

Baker, S. R., Bloom, N., Davis, S. J., & Terry, S. J. (2020). COVID-Induced Economic Uncertainty (Working Paper No. 26983; Working Paper Series). National Bureau of Economic Research. https://doi.org/10.3386/w26983;

Coibion, O., Gorodnichenko, Y., & Weber, M. (2020b). The Cost of the Covid-19 Crisis: Lockdowns, Macroeconomic Expectations, and Consumer Spending (Working Paper No. 27141; Working Paper Series). National Bureau of Economic Research.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

25.12.2021

როგორ უნდა ციტირება

გელაშვილი M. . (2021). პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. ბიზნესი და კანონმდებლობა, 14(2), 33–38. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/728