საგადასახადო რეფორები და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ,,COVID-19“ პანდემიის პირობებში
ანოტაცია
ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძველია გადასახადები, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი ელემენტია. ფორსმაჟორულ სიტუაციებში სახელმწიფო მართვისა და ფისკალური პოლიტიკის ფორმირება დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ხელისუფლების უნარზე, რომ პირველ რიგში სწორად გამოთვალოს და გამოიყენოს ხარჯებისა და გადასახადების სისტემა. მისთვის მთავარი არაა იმის გაარკვევა, თუ რა განსხვავებაა ცალკეულ გადასახადსა და ნებისმიერ ფონდში შენატანს შორის, არამედ უმთავრესია მათი როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრა.
„კორონა-ვირუსის“ კრიზისის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საუბარი სახელმწიფოს როლზე ეკონომიკაში - პირველ რიგში ეს ეხება ჯანდაცვის სექტორს თუმცა გარდა ჯანდაცვის სექტორისა, ასევე დღის წესრიგში დადგა გაზრდილი მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ხელშეწყობაზე.
ეროვნული და უცხოური გამოცდილება გვიჩვენებს, ყველა საგადასახადო სისტემა არასრულფასოვანია და შეიძლება გაუმჯობესება. ზოგადად არასრულყოფილი, მაგრამ სტაბილური საგადასახდო სისტემა უფრო უკეთესია, ვიდრე სისტემის ფაქტიური არ არსებობა და/ან მასში ხშირი ცვლილებების შეტანა. თუმცა „COVID-19“-ის მასობრივი გავრცელებიდან გამომდინარე ამ ეტაპისათვის განხორციელებული საშეღავათო რეფორმები ბიზნესისა და საზოგადოებისათვის აუცილებელი დანიშნულების აღმოჩნდა.
ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესზე პანდემიის გავლენებიდან გამომდინარე წამოჭრილ ურთულეს პრობლემათა გადასაჭრელად ქვეყნის ხელისუფლებამ პერიოდულად განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად და საგრძნობლად შესამსუბუქებლად. ამ ყოველივემ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უარყოფითად იმოქმედა, შესაბამისად რეფორმების შედეგად შემცირებული საგადასახადო შემოსავლების კომპენსირებისათვის სახელმწიფოს დამატებითი, ალტერნატიული წყაროებიდან სახსრების მოძიება მოუხდა.
წყაროები
კაკულია რევაზ, „საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები“, თბ. 2003წ.;
მაკალათია გ. საბიუჯეტო პოლიტიკის როლი ეკონომიკურ ზრდაში საქართველოს მაგალითზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2020;
„საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, თბ. 2010წ.;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის დოკუმენტი 2021-2030 წლებისთვის. თბ. 2020წ.;
საქართველოს კანონი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, თბ. 2019წ.;
საქართველოს კანონი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თბ. 2020 (24 ივნისი);
საქართველოს კანონი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თბ. 2020 (29 დეკემბერი);
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, თბ. 2021 (05 იანვარი);
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, თბ. 2020 (22 მაისი);
საქართველოს კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თბ. 2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის №254 ბრძანება „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ, თბ. 2019 (27 აგვისტო);
ცინარიძე რ., & კომახიძე ნ. (2019). საგადასახადო სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობის ზოგიერთი აქტუალური საკითხისათვის. ბიზნესი და კანონმდებლობა, 12(2), 32–40. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/407











