შენარჩუნებული სტატუს ქვო და ღიად დარჩენილი გამოწვევები
გიორგი გახარია მემკვიდრეობით მიღებული კანონდარღვევით წავა?
საკვანძო სიტყვები:
საშემფასებლო საქმიანობა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოანოტაცია
პროფესორ მიხეილ ჯიბუტის და პროფესორ იური პაპასქუას წერილებს აერთიანებს საქართველოს მთავრობის მიერ საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის შემუშავებაზე დაკისრებული დავალების შეუსრულებლობასა და 2020 წლის 27 თებერვალს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებზე საერთო დამოკიდებულება. მათში ასახულია აღნიშნულ აქტებთან დაკავშირებული სამოხელეო დარღვევები, ინტერესთა ჯგუფის ფარული მიზნები, ასევე, პროფესიულ საქმიანობაზე ნეგატიურად მოქმედ სხვა გარემოებები.
არგუმენტებმა და პრობლემურ საკითხთა წრემ, სწორად დანახულმა რაკურსმა, ანალიზმა და მოსაზრებებმა, რომლებიც წერილების ავტორებმა გაასაჯაროვეს, საზოგადოების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო. მწვავე ოპონირების შედეგად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უარი უთხრა კანონპროექტების ინიციატორს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გაუქმებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკში მისი ფუნქციების გადატანაზე. შედეგად, შენარჩუნდა ზედამხედველობის სამსახურის status quo და მიუხედავად იმისა, რომ არაა გადაწყვეტილი საშემფასებლო საქმიანობაზე კანონპროექტის მომზადების საკითხი, ღიადაა დარჩენილი პროფესიის წინაშე არსებული გამოწვევები, გამოჩნდა მათი გადაწყვეტის პერსპექტივა.
რადგანაც წერილები იწერებოდა პროცესების განვითარების პარალელურად, საკითხით დაინტერესებული ჟურნალის მკითხველთა ფართო წრისთვის, მთლიანი სურათის აღსაქმელად, კომფორტულია მათი თავმოყრილად წარმოდგენა, მით უფრო წარილებში გამოკვეთილი პრობლემები სცილდება ვიწრო პროფესიულ ჩარჩოებს და მათში ბევრი სხვა საყურადღებო, ბაზრის მარეგულირებელ მექანიზმში მართვის სახელმწიფოებრივი აზროვნების ენერგიული ჩართვის და „ლობისტური ფარისევლობისგან“ განრიდების პროცესში საზოგადოების გააქტიურების აუცილებლობა იკითხება.











