პროფესორი ზურაბ ლატარია 70 წლისაა
ანოტაცია
ღვაწმოსილ მეცნიერს ზურაბ შალვას ძე ლიპარტიას 70 წელი შეუსრულდა. ისტორიისთვის 70 წელი ერთი წამიც არაა, ადამიანის ბიოგრაფიისთვის კი ჭარმაგობის პერიოდია, სიბრძნითა და გამოცდილებით დახუნძული. ნიჭიერებამ და თავდაუზოგავმა შრომამ მას სამეცნიერო ტიტულები და წოდებები უხვად არგუნა, 70 წლის იუბილეს ხელდამშვენებული ხვდება: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიიების ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საპატიო წევრი, საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი.











