ფირმის გრძელვადიანი ინვესტიციებისა და ფულადი ნაკადების შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომა

ავტორები

  • ბესარიონ ნაყოფია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია, გრძელვადიანი პორტფელი, რისკი, დივერსიფიკაცია, ფინანსური ეფექტიანობა, ფინანსური სტაბილურობა

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ფირმის გრძელვადიანი საინვესტიციო საქმიანობის სტრატეგია და მისი ძირითადი მიმართულებების თანამედროვე მიდგომები. კვლევის მიზანს წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკური არსის, საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდებისა და რისკების მართვის მექანიზმების შესწავლა, ასევე საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ძირითადი პრინციპების გაანალიზება. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ინვესტიციების როლზე ფირმის ფინანსური მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და გრძელვადიანი განვითარების პროცესში.

კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური ანალიზის თეორიული და პრაქტიკული მიდგომები, შედარებითი ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლების შეფასება და საინვესტიციო საქმიანობის განხილვის თანამედროვე ინსტრუმენტები. ნაშრომში განხილულია სტატიკური და დინამიკური შეფასების მეთოდები.

ფირმის საინვესტიციო გრძელვადიანი სტრატეგიის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პორტფელის დივერსიფიკაციაზე, რისკების სწორ შეფასებასა და თანამედროვე საინვესტიციო მიდგომების გამოყენებაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციურ, ციფრულ და ეკოლოგიურად ორიენტირებულ ინვესტიციებს, რომლებიც ხელს უწყობს ფირმის ფინანსური მდგრადობის ზრდასა და ბაზარზე კონკურენტული პოზიციების გამყარებას.

ნაშრომის პრაქტიკული ღირებულება გამოიხატება იმაში, რომ წარმოდგენილი კვლევა და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფირმის საინვესტიციო პოლიტიკის დაგეგმვის, გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისა და რისკების მართვის პროცესში.

ავტორის ბიოგრაფია

ბესარიონ ნაყოფია, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

პროფესორი

წყაროები

ბერძენიშვილი გ. ინვესტიციური გადაწყვეტილებების მართვა გლობალურ ბაზრებზე. თბილისი, 2022;

ავთანდილ სილაგაძე. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.თბილისი. 2021;

პაპავა ვ. ეკონომიკა და თვისებრივად ახალი ეკონომიკური კრიზისი. თბილისი 2022;

კოვზანაძე ი. თანამედროვე საბანკო საქმე. თეორია და პრაქტიკა. თბილისი, 2022;

თოდუა ნ. ფინანსური მენეჯმენტი და ინვესტიციური სტრატეგიები. თბილისი, 2021;

კუპატაძე დ. ფირმის სტრატეგიული მენეჯმენტი და პორტფელის ანალიზი. თბილისი, 2019;

მაჭარაშვილი შ. ინვესტირების მართვა თანამედროვე კომპანიებში. თბილისი, 2020;

წერეთელი თ. ინვესტიციები და მათი ეკონომიკური როლი. თბილისი, 2018;

Becker, G. Human Capital: A Theoretical and Empirical Analysis. University of Chicago Press, 2009;

Berk, J., & DeMarzo, P. Corporate Finance. Pearson, 2020;

Brealey, R., Myers, S., & Allen, F. Principles of Corporate Finance. McGraw-Hill, 2020;

Brigham, E., & Ehrhardt, M. Financial Management: Theory & Practice. Cengage Learning, 2021;

Brynjolfsson, E., & McAfee, A. The Second Machine Age: Work, Progress, and Prosperity in a Time of Brilliant Technologies. W.W. Norton & Company, 2014;

Damodaran, A. Applied Corporate Finance. Wiley, 2020;

https://www.mof.ge/en/fl/sakhelmtsifo_finansebis_statistika__sakhelmtsifo_biujeti?page=1

https://www.economy.ge/?page=economy&s=51&lang=ge.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

29.06.2026

როგორ უნდა ციტირება

ნაყოფია B. . (2026). ფირმის გრძელვადიანი ინვესტიციებისა და ფულადი ნაკადების შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომა . ბიზნესი და კანონმდებლობა, 19(1), 66–73. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/1169

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები