თანამედროვე სწავლების მეთოდები ქართულ უნივერსიტეტებში: გამოწვევები და პერსპექტივები
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.08საკვანძო სიტყვები:
ინტერაქტიული სწავლება, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა, ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტიანოტაცია
სტატია ეძღვნება თანამედროვე სწავლების მეთოდების ინტეგრაციას ქართულ უნივერსიტეტებში და იკვლევს მათ გავლენას აკადემიურ შედეგებზე, სტუდენტთა მოტივაციასა და სასწავლო პროცესის ზოგად ხარისხზე. ასევე, გამოკვეთილია განსაკუთრებით ინტერაქტიული, სტუდენტზე ორიენტირებული, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და პროექტებზე მორგებული სწავლების მეთოდებთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევები. წარმოდგენილია ქართულ უნივერსიტეტებში, ტექნოლოგიური პროგრესითა და სოციალური-ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული მიმდინარე ტრანსფორმაციების შესახებ კვლევა.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მოცემული კვლევა წარმოადგენს თეორიულ-ანალიტიკურ ნაშრომს, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე აკადემიური ლიტერატურის სისტემურ მიმოხილვაზე, კომპარატიულ ანალიზსა და კონტექსტუალური ფაქტორების ინტერპრეტაციაზე. კვლევაში გამოიყენება საერთაშორისო და ადგილობრივი წყაროების შედარებითი ანალიზი, რაც შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს, როგორც გლობალური ტენდენციების გავლენა, ასევე ქართული საგანმანათლებლო სივრცის სპეციფიკა. შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები, მათ შორის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, აქტიური სწავლების სტრატეგიები, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ინტეგრაცია თანმიმდევრულად იკავებს ადგილს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების მოდელების სწრაფ განვითარებას, რამაც საგრძნობლად დააჩქარა ციფრული ტექნოლოგიებისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, კვლევამ გამოავლინა რამდენიმე პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სწავლების თანამედროვე მეთოდების სისტემურ და თანმიმდევრულ დანერგვას ქართულ უნივერსიტეტებში. კვლევაში დასტურდება, რომ კვლავაც მწვავედ დგას ინფრასტრუქტურული რესურსების პრობლემა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში. გარდა ამისა, ციფრული ტექნოლოგიებთან პროფესორ-მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლის ინოვაციური მიდგომების ეფექტიან დანერგვას. გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა- სტუდენტთა ნაწილის დაბალი მოტივაცია და ტრადიციულ, პასიურ სწავლებაზე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება. წარმოდგენილია რეკომენდაციები სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფრასტრუქტურული საფუძვლების გაძლიერება, სტუდენტთა ჩართულობის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განათლების ხარისხის ამაღლებისა და უნივერსიტეტების თანამედროვე გამოწვევების ადეკვატური აღქმისთვის.
წყაროები
ბარათაშვილი მ., (2018). სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მოდელი ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. თბილისი: განათლების მეცნიერებათა ჟურნალი;
ხუბუა ნ., (2020). სწავლების ინოვაციური მეთოდები უნივერსიტეტში – გამოცდილება და პერსპექტივები. განათლების კვლევის ჟურნალი, 4(2), 55–63;
Aurillard D., (2012). Teaching as a Design Science: Building Pedagogical Patterns for Learning and Technology. Routledge;
Bates, A. W. (2022). Teaching in a Digital Age – Guidelines for Designing Teaching and Learning - ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია და თანამედროვე სწავლების მეთოდები;
ფოლადაშვილი თ.,(2021). სწავლების ინოვაციური მიდგომები და მათი ინტეგრაცია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში - სტატია განათლების სამეცნიერო ჟურნალში;
კობახიძე მ., (2019). სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება ქართულ რეალობაში: პრაქტიკული გამოწვევები და პერსპექტივები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .












