საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის ზოგიერთი საკითხისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.03ანოტაცია
თანამედროვე სახელმწიფოს ეკონომიკაზე ზემოქმედების საფინანსო მეთოდებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია საბიუჯეტო და საგადასახადო.
თანამედროვე სახელმწიფო, სახელმწიფო კაპიტალდაბანდებათა მოცულობის ზრდით ხელს უწყობს მოთხოვნის ამაღლებას, სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდას, ინვესტიციების გაფართოებას, კონიუნქტურის გამოცოცხლებას, ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. იგი ხელს უწყობს კერძო კომპანიების წარმოების ხარჯების შემცირებას, კაპიტალის ბრუნვის პროცესის დაჩქარებას და მათი მოგების ზრდას. სამხედრო მიზნებზე ასიგნებათა გამოყოფით სახელმწიფო მოთხოვნას აყენებს სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე, სამრეწველო მასალებზე, მოწყობილობებზე, ნედლეულზე, ამცირებს უმუშევართა რიცხოვნობას, აჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს.თუმცა, ქვეყნის ეკონომიკაზე სამხედრო ხარჯების ზემოქმედება უკიდურესად წინააღმდეგობრივია .სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფინანსდება სოციალური პროგრამები.
საგადასახადო პროგნოზირება გულისხმობს გარკვეული დროითი პერიოდისათვის სახელმწიფო ან ადგილობრივ ან კონსოლიდირებულ ბიუჯეტში ეკონომიურად იმ მოცულობის დადგენას, რომლის გადახდა მოსალოდნელია კონკრეტული გადასახადის გადამხდელისაგან. გამომდინარე აქედან, საგადასახადო პროგნოზირებას გააჩნია ორი ასპექტი: ერთ მხრივ, იგი სახელმწიდოს და ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიციებიდან განსაზღვრავს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობების მოცულობას, ხოლო მეორე მხრივ, ადგენს გადასახადის გადამხდელთა პოტენციურ სესაძლებლობებს და მათ მიერ ბიუჯეტში შესატანი გადასახადების სიდიდეს.
სახელმწიფო ხარჯების გამუდმებული ზრდით მაკროეკონომიკის პოლიტიკის ბერკეტების-გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების დახმარებით სახელმწიფო ეკონომიკის სტაბილიზირებას ცდილობს. ინფლაციის დაბალი დონით უფრო სრული დასაქმების მდგომარეობამდე მისი მაქსიმალური მიახლოებით. სახელმწიფო ხარჯების გამუდმებული ზრდის, მთლიან შიდა პროდუქტში მათი წილის მატების პირობებში საეჭვოა არსებობდეს თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირების მტკიცე საფუძველი.
წყაროები
სილაგაძე. ა., საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, თბილისი, 2021წელი;
Papava v. 2022.On the Main Chllenges of the Architecture Transformation of the Wold Economy, Eurasia Review, https://w.w.w. eurasia arciew. Com31032022-on-the-main-challeng-of-the-architechure-transformation-of-the-world-economy-oped;
კოვზანაძე ი., თანამედროვე საბანკო საქმე, თეორია და პრაქტიკა, თბილისი 2022 წელი.
ნაყოფია ბ., საქართველოში ფისკალური პოლიტიკის პრობლემები და მათი სრულყოფის გზები. თბილისი. 2021 წელი.
საქართველოს ეროვნული ბანკი. (2025). საქართველოს ეროვნული ბანკი. https://nbg.gov.ge/
www.rs.ge - შემოსავლების სამსახური. (2025). Www.rs.ge. https://www.rs.ge/
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. (2024). Www.mof.ge. https://www.mof.ge/
საქართველოს პარლამენტი. (2019). Parliament.ge. https://parliament.ge/
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











