საბანკო სისტემების მოდელების განვითარების ტენდენციები განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებსა და საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
ტექნოლოგიური რევოლუცია ბანკინგში, დერეგულირება, საბანკო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, საინვესტიციო ბანკინგი, კონსოლიდაცია, უნიფიკაცია, სტანდარტიზაცია, ბიზნეს პროცესების რეინჟირინგიანოტაცია
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების თანამედროვე საბანკო ბიზნესში მიმდინარე ტენდეციები შეიძლება განვაზოგადოთ და ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ძირითადი მიმართულებები: ტექნოლოგიური რევოლუცია ბანკინგში; ფინანსური ბაზრების დერეგულირება და საბანკო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია; ახალი საბანკო პროდუქტების წილის ზრდა ტრადიციული მომსახურების წილის შემცირების ხარჯზე; საინვესტიციო ბანკინგის განვითარება; საბანკო კაპიტალის კონსოლიდაცია; საბანკო საქმიანობის უნიფიკაცია და სტანდარტიზაცია; ბანკების ბიზნეს პროცესების რეინჟირინგი და ორგანიზაციული სტრუქტურის ტრანსფორმაცია.
მსოფლიო წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების საბანკო საქმიანობისათვის დამახასიათებელი ტენდენციები საქართველოს რეალობისათვის მეტ-ნაკლებად არის ნიშანდობლივი, ვინაიდან იგი ჯერჯერობით განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების რიგში დგას და მის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს როგორც მსოფლიო ტენდენცია, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა.
წყაროები
კ. ბასილაია „საბანკო საქმე“ სახელმძღვანელო, თბილისი 2018 წ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა;
https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/sabanko-saqme/759;
კოვზანაძე ი., კონტრიძე გ., (2014), თანამედროვე საბანკო საქმე- თეორია და პრაქტიკა, გამომცემლობა „სეზანი“;
ცაავა გ. ხანთაძე გ - საბანკო საქმე: ლექციების კურსი - თბილისი, გამომცემლობა „დანი“ 2014 წ.;
ასათიანი რ., „საქართველოს საბანკო სისტემა გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში“, ჟურნალი „ეკონომისტი“, №4, თბ., 2009.