პოლიტიკური ელიტის რეკრუტირებისა და ცირკულაციის თავისებურებანი საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2023.01.04Ключевые слова:
პოლიტიკური ელიტა, საკადრო ცვლილებები, ნეონომენკლატურაАннотация
პოლიტიკური ელიტის, როგორც საზოგადოების ღირებული და მნიშვნელოვანი სეგმენტის, მისი გამორჩეული, მოწინავე ნაწილის ხარისხს რეკრუტირების, განახლება-შერჩევის, ცირკულაციის პროცესი განაპირობებს. საქართველოში გარდამავალ პერიოდში პოლიტიკური ელიტისათვის დამახასიათებელი იყო კადრების სწრაფი მონაცვლეობა ე.ი. ცირკულაციის მაღალი ინტენსივობა.
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდის ქართული პოლიტიკური ელიტის რეკრუტირების პროცესს თავისი ნიშანდობლივი თავისებურება გააჩნდა, რაც გამოიხატა შემდგომში: ეროვნულ ძალებს ნომენკლატურული ელიტა კომუნისტური წყობილების გადმონაშთად მიაჩნდა და აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნიეს მისი მთლიანად შეცვლა, მათი „მექანიკურად მოხსნა“. სახელისუფლებო სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები, ერთი მხრივ, „მრგვალი მაგიდის“ ბლოკის ლიდერებმა დაიკავეს. მეორე მხრივ, ეროვნული „მობილობის ლიფტით“ ხელისუფლებაში მოვიდნენ „დემოკრატები“ გარემოებების მიხედით, დაბალინტელექტუალები, სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები. პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ მთლიანად შეინარჩუნა ყოფილი პარტიული ნომენკლატურული მემკვიდრეობა, რის შედეგად ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის უმაღლეს პოზიციებზე ნეონომეკლატურა აღმოჩნდა. 2003 წლის ნოემბრის გადატრიალების შედეგად მოსული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის ნორმალური მართვისათვის მზად არ აღმოჩნდა. ამიტომ პარტიული ნიშნით რევოლუციური დამსახურებისათვის დანიშნული თანამდებობის პირები პროფესიონალურ კომპეტენტურობას ვერ ავლენენ. ამდენად მ. სააკაშვილის საკადრო პოლიტიკა იმავე თავისებურებით ხასიათდება, რაც დამახასიათებელი იყო ზვიად გამსახურდიას საკადრო პოლიტიკისათვის. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა ელიტამ გაითვალისწინა წინა ხელისუფლებათა შეცდომა და თავდაპირველად მმართველ პარტიასთან კოალიციაში მყოფი სხვა პარტიების წარმომადგენლებიც დაინიშნენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ გარკვეული დროში ამ ხელისუფლების საკადრო პოლიტიკისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება, როგორც წინამორბედთა მმართველობის პერიოდისათვის, ხდება ცირკულაციის სწრაფი ტემპი, თანამდებობების ხშირი ცვლა და ერთმანეთის სავარძლებში გადანაცვლება. ამგვარად, აუცილებელია პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა დგომა და პოლიტიკურ ელიტაში ერის საუკეთესო, მოწინავე წარმომადგენლების მოზიდვა.
Библиографические ссылки
მ. მაცაბერიძე, ქართული პოლიტიკა, ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი, თბ., 2006;
ნოდარ დარსანია, პოლიტიკური ინსტიტუტები, თბ.,2011;
პოლიტოლოგია, ო. გოგიშვილის რედაქციით, თსუ, 2004;
გაზეთი 24 საათი, №74, 23 აპრილი, 2013;
გაზეთი, რეზონანსი, №170, 28 ივნისი, 2016;
გაზეთი, „საქართველოს რესპუბლიკა“, №223, 6 მოემბერი, 2018;
Ролитология, род редаксий Н. А. Василика, М. 2005;
Пушкарева, Г. В. Политология, М. 2002;
Политология, под редакций В. Д. Перевалова, М. 1999.











