საქართველოს პოლიტიკური სისტემის თანამედროვე მოდელი
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2024.01.02საკვანძო სიტყვები:
საპარლამენტო რესპუბლიკა, პოლიტიკური მმართველობის ფორმაანოტაცია
ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც აქვს კანონის ძალა.
დღეს საქართველოში პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც ძირითადად გამოიხატა იმაში, რომ გაფართოვდა პარლამენტის უფლებები და მკვეთრად შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებები. რაც შეეხება მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. რადგან ის უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის მხრიდან ნდობით აღჭურვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ნიშანდობლივია ის, რომ პრეზიდენტი მხოლოდ უშუალოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში და კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს და ასრულებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ის ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ - მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში.
საქართველო ამჟამად თავისი პოლიტიკური მმართველობის ფორმით, სახელმწიფოს ტიპითა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათით საპარლამენტო რესპუბლიკაა. საპარლამენტო რესპუბლიკა კი სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც სახელმწიფო ხელისუფლების მექანიზმში წამყვანი როლი ეკუთვნის არჩევით საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს.
წყაროები
ნ. დარსანია, პოლიტიკური ინსტიტუტები, თბ, 2011;
მ. მაცაბერიძე, ქართული პოლიტიკა: ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი. თბ., 2006;
პოლიტოლოგია, ო. გოგიაშვილის რედ-ით, თსუ, თბ., 2004;
საქართველოს კონსტიტუცია, თბ., 2023.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .