მრავალპარტიულობის დამკვიდრება და დომინანტი პარტიების მმართველობა საქართველოში

ავტორები

  • ნოდარ დარსანია

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.03.02

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური პარტია, ერთპარტიული, მრავალპარტიული სისტემა, დომინანტი პარტიები

ანოტაცია

საქართველოში სახეზეა მრავალპარტიულობა დომინირებული პარტიით. საერთოდ ყოველ ქვეყანაში პარტიებს შორის ყალიბდება საკუთარი განსაკუთრებული ურთიერთობები. ამ ურთიერთობათა ხასიათის აღსანიშნავად პოლიტიკურ მეცნიერებაში შემოღებულია ცნება „პარტიული სისტემა“. პარტიული სისტემა ეს არის ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირის ის რთული ქსელი, რომელიც ყალიბდება პარტიებს შორის, აგრეთვე, სახელმწიფოსა და ხელისუფლების სხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და პარტიებს შორის“.

აღნიშნული ურთიერთობები ერთობლიობაში მკაფიოდ მიგვანიშნებენ პარტიის მასშტაბურ გავლენაზე ქვეყნის პლიტიკურ ცხოვრებაში.

მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემაში ერთი პარტიის დომინირება ბევრი სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი, რომელთა მსგავსად, ასევე, საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული პარტიები, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი უპირატესობით იმარჯვებენ და დიდი უმრავლესობით ხვდებიან პარლამენტში, რაც გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის აუცილებლობას. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური მოთამაშეები ურთიერთსაჭიროების მნიშვნელობებს ვერ ხედავენ, მაშინ ზედმეტია საუბარი სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიათა თანამშრომლობაზე.

საქართველოში ეს პროცესი პოლიტიკურ ძალებს შორის უკიდურესი დაპირისპირებისა და საზოგადოების მასობრივი მობილიზების ფონზე ვითარდება, როდესაც მთელი ძალაუფლება გამარჯვებულთა ხელში გადადის. შეიძლება ამგვარი პოლიტიკური პროცესი მომავალშიც მსგავსი მიმართულებით განვითარდეს, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ტრადიცია დაირღვეს და შეიქმნას ახალი პრეცედენტი საქართველოში, პრეცედენტი იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი, სტაბილური, დომინანტური პარტიული სისტემა ან თანმიმდევრულად განვითარებადი მრავალპარტიული სისტემა. არც სხვა სცენარების გამორიცხვა შეიძლება, რაც არსებითად მთავარ პლიტიკურ პროცესებსა და მათ ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

მიუხედავად ერთპარტიული სისტემისათვის დამახასიათებელი გარკვეული უარყოფითი მხარეებისა და ნიშან-თვისებებისა, რაც აშკარად ვლინდება მის მონოპოლიურ უფლებებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირებაზე. ასევე ერთი პარტიის მმართველობის დროს ხდება სახელმწიფო და პარტიული აპარატის შეზრდა, რაც საკმაოდ აფერხებს პოლიტიკურ ცხოვრებაში შეჯიბრებითობის, წინსვლის, ახლის ძიების შესაძლებლობებს. არც მრავალპარტიული სისტემის ზედმეტი იდეალიზაცია მოიტანს სარგებლობას, მასაც აქვს ასევე სუსტი და ნაკლოვანი მხარეები. ამას უცხოელი პოლიტიკოსებიც აღნიშნავენ ხანგრძლივი დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების  დემოკრატიზაციის იმედები და პერსპექტივები დღეს, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდება მრავალპარტიულობას.

ავტორის ბიოგრაფია

ნოდარ დარსანია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი

წყაროები

პოლიტოლოგია, თბ., ომარ გოგიაშვილის რედ-ით, 2004;

საქართველოს პოლიტიკური პარტიები, ცნობარი, გამომც. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. თბ., 1998;

საქართველოს პოლიტიკური პარტიები, ცნობარი, გამომც. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. თბ.,1999;

მ. მაცაბერიძე, ქართული პოლიტიკური ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი, გამომც.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბ., 2006;

https://archiveresults.cec.gov.ge/results/2012/index.html ცენტრალური საარჩევნო კომისია;

საქართველოს პოლიტიკური პარტიები, ცნობარი, გამომც.: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. თბ., 2003;

ნ. დარსანია, პოლიტიკური ინსტიტუტები, გამომც.: ალ. ღლონტი. თბ. 2011;

პარტიული სისტემა საქართველოში, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი, ჰააგა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისი (ვარშავა). თბ., 2007;

Ендрью Хейвуд, Политология, М. 2005.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.12.2023

როგორ უნდა ციტირება

დარსანია ნ. (2023). მრავალპარტიულობის დამკვიდრება და დომინანტი პარტიების მმართველობა საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 16(3), 13–18. https://doi.org/10.52340/bal/2023.03.02