ფინანსური სანქციები
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ფინანსური სანქციები შერბილდა და... გამკაცრდა კიდეც!
Аннотация
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის 2008 წლის ნოემბ რის ნომერში გამოქვეყნებულ ჩემს სტატიაში ,,დემოკრატიზაცი ის ახალმა ტალღამ საგადასახადო კანონმდებლობაშიც უნდა შე აღწიოს~, მკითხველს მივაწოდე ჩემი მოსაზრებები იმის თაობა ზე, რომ ქვეყნის საგადასახადო კანონები ქვეყნის დამოუკიდებ ლობის დეკლარირებიდან დღემდე მნიშვნელოვნად დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა. ამასთან, მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობდი იმაზეც, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები ცალკეულ საგადასა ხადო სამართალდარღვევებზე ზომაზე მეტად მკაცრია. საგა დასახადო ადმინისტრირების პრაქტიკამაც დაადასტურა, რომ გადაჭარბებულ სიმკაცრეს ზოგჯერ არასასურველი გვერდითი მოვლენები და უკუეფექტიც ახლავს თან და საბოლოო ჯამში სა გადასახადო პოტენციალზე უარყოფითად აისახება.











