მნიშვნელოვანი ცვლილებები ქონების გადასახადში
Abstract
ქონების გადასახადი, განსაკუთრებით კი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი, რომ მოქმედი საგადასახა დო კოდექსის ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი და გადაუჭრელი პრობლემაა ამაზე ჟურნალ ,,ბიზნესი და კანონმდებლობის~ 2008 წლის მაისის #9ში გამოქვეყნე ბულ სტატიაში: ,,ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი მოუგვარებელი პრობლემა~, ვისაუბრეთ. მასში მივანიშ ნებდით, რომ მიუხედავად სსკში (2008 წლის 26 დეკემ ბრამდე ბოლო ცვლილებამდე) 50მდე სხვადასხვა სახის ცვლილება და დამატება იყო შესული, მას დასრულებული სახე მაინც არ მიიღო, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით სსკში 2008 წლის 26 დეკემბრის (#871 რს) კანონით შეტანილი ცვლი ლებები და დამატებები ფაქტობრივად თითქმის ქონების გადასახადის მთელ თავს შეეხო და ფაქტობრივად საგა დასახადო კოდექსის აღნიშნული თავის თავდაპირველი რედაქციისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. ყველაფერ ზე რომ ნათელი წარმოდგენა შეექმნას მკითხველს, მუხ ლობრივად წარმოვადგენთ სსკში აღნიშნული კანონით შეტანილი ცვლილებების და დამატებების კომენტარს.











