დეფლაცია საქართველოში: სად ვეძებოთ დამნაშავე?!

ავტორები

  • ლია ელიავა

ანოტაცია

საქართველოს ეკონომიკაში ბოლო ერთი წლის მანძილზე რთული ვითარება შეიქმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელით, ანუ დეფლაციით. ეროვნული ბანკის განცხადებით, ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება კიდევ რამოდენიმე თვე. დეფლაცია არის იშვი- ათი მოვლენა, რომელიც არ ექცევა ნორმალური ეკონომიკური ციკლის სცე- ნარში და იგი ეკონომიკის მდგრადობის შერყევის ინდიკატორადაა მიჩნეული.

დეფლაციური პროცესი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფლაცია იწყებს ვარდნას და ჩამოდის 0%-ს ქვემოთ, ანუ ხდება უარყოფითი. დეფლაციის პირობებში იზრდება ფულის მსყიდველობითი უნარი, რაც გამოიხატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის ვარდნაში. თუ ინფლაცია ამცირებს ლარის რეალურ ღირებულებას, დეფლაცია, პირიქით, ზრდის მას, რის შედეგადაც ერთი და იგივე ფულის ოდენობით შესაძლებელი ხდება უფრო მეტი საქონლის შეძენა, ვიდრე ინფლაციის დროს. მიჩნეულია, რომ დეფლაცია ეკონომიკისათვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ინფლაცია, ვინაიდან მასთან ბრძოლის მეთოდები ძალიან მწირია და, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტური.

ავტორის ბიოგრაფია

ლია ელიავა

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.04.2013

როგორ უნდა ციტირება

ელიავა ლ. (2013). დეფლაცია საქართველოში: სად ვეძებოთ დამნაშავე?!. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(1), 18–22. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/298

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>