საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ბიზნესი
Abstract
მსოფლიოში ოქროს სერტიფიკატების გამოშვების უმთავრესი მიზა- ნია ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება ოქროს მონეტიზაციის გზით, რაც გულისხმობს მოსახლეობის წახალისებას _ ოქრო შეინახონ ბანკებში და ამისთვის მიიღონ გარკვეული სარგებელი.
ასეთი პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განსაკუთრებით კი, საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებას. ოქროს სერტიფიკატების გამოშვებას გააჩნია არც ისე ხანგრძლივი ისტორია. 1882-1934 წლებში აშშ ფინანსთა სამინისტრო უშვებდა ბანკში დეპონი- რებულ ოქროს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებდა მფლობელის უფლებას მის საკუთრებაში არსებულ ოქროზე. რუსეთის ფედერაციაში ოქროს სერტიფიკატების გამოშვებას საფუძველი ჩაეყარა 1993-1994 წლებში,რომელიც გარანტირებულიიყომთავრობისმიერდამათგანმი- ღებული შემოსავალი გამოიყენებოდა ბიუჯეტის ხარჯების დასაფარავად.











