ფინანსური სტაბილურობის ძირითადი მუქარები

ანუ რატომ „გაგვექცა“ ლარი?

Authors

  • ლია ელიავა

Abstract

2013 წლის ეკონომიკური შენელების პროცესს ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი.გასული წლის ეკონომიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 2012 წელს შექმნილმა არასახარბიელო ეკონომიკურმა პროცესებმა. 2012 წლის პირველი სამი კვარტალის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ზედაპირული ანალიზიდანაც კი აშკარად ჩანს, რომ ადრე აღებული საკმაოდ მაღალი ტემპი თანდათანობით მცირდებოდა. ეს ეხება როგორც მთლიან შიგა პროდუქტს, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ექსპორტს, იმპორტს, დასაქმების დონეს და ა.შ. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან ისეთი მცირე ზომის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეკონომიკურ ქცევაზე გარკვეულწილად ნეგატიურად მოქმედებს საარჩევნო პროცესი. ამ შემთხვევაში ბიზნესი და საზოგადოება რაღაც გაურკვევლობისა და მოლოდინის რეჟიმში გადადის.

Author Biography

ლია ელიავა

პროფესორი

Downloads

Published

2014-02-28

How to Cite

ელიავა ლ. (2014). ფინანსური სტაბილურობის ძირითადი მუქარები: ანუ რატომ „გაგვექცა“ ლარი?. Business and Legislation, 7(1), 3–8. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/216

Most read articles by the same author(s)

1 2 > >>