შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პროგრამების ფარგლებში გაწეული დაფინანსების სტატისტიკური მაჩვენებლების დინამიკა და ანალიზი 2017-2021 წლებში

ავტორები

  • ბადრი გიორგიძე სო­ხუ­მის ­სახ­ელ­მწი­ფო ­უნი­ვ­ერ­სი­ტე­ტი https://orcid.org/0000-0002-9658-8579

ანოტაცია

საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანი ერთნაირად აზროვნებს, აქვთ ერთნაირი ღირებულებები თუ მისწრაფებები, ერთნაირი საჭიროებები, ერთნაირი სურვილები და მათ მისაღწევად ერთნაირ გზებს სახავენ, სადაც ყველა ადამიანის ქცევა ერთნაირია, ცხადია, რომ არაა საინტერესო და ასეთი საზოგადოების წევრობა არც არავის მოუნდება. ბუნებრივია, რომ ამგვარ საზოგადოებაში ყველაფერი ერთსახოვანი, პროგნოზირებადი და „რუხია“. არასოდეს ყოფილა დავის საგანი ის აქსიომა, რომ საზოგადოების განვითარებისა და მისი პროგრესის აუცილებელი პირობაა ადამიანთა განსხვავებულობა თავისი ინტერესებით, აზროვნების სტილით, გემოვნებით, შესაძლებლობებით, უნარებითა თუ ღირებულებებით.  „განსხვავებულობა არის ნორმა[1] და საზოგადოების ქცევის პატერნი მორგებული უნდა იყოს განსხვავებულობის აღიარებასა და მიმღებლობაზე”.

სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ყოველდღიური ბრძოლისა და მნიშვნელოვანი ძალისხმევის ჩადება უწევს იმისათვის, რომ მიიღოს სასურველი განათლება, დასაქმდეს მისთვის საინტერესო სფეროში ან უბრალოდ, იმისათვის, რომ მოიპოვოს საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის უფლება. ზემოაღნიშნულის ერთადერთი მიზეზი კი ისაა, რომ ის შესაძლებლობები და საჭიროებები, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ არ არის იმის მსგავსი, რაც აქვს ადამიანთა საშუალო უმრავლესობას.

ამგვარ ჯგუფს მიეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებიც.

კარგა ხანია რიგი ქვეყნებისთვის წარსულში დარჩა მიდგომა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სრულიად დამოუკიდებელ ჯგუფად აღიქმებოდა, საერთოდ არ განიხილებოდა მათთვის განათლების მიღებისა თუ მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამა თუ იმ ფორმით ჩართულობის საკითხი. მტკივნეული რეალობაა, რომ საქართველოს უახლოეს წარსულშიც კი არსებობდა არაერთი ოჯახი, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სამარცხვინოა მათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის საზოგადოებაში გამოჩენა და რომ ისინი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა, სახლში უნდა ყოფილიყვნენ. შესაბამისად, ეს უკანასკნელნი ვერ იღებდნენ განათლებასა და არანაირი ფორმით არ იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთ სფეროში.

შშმ პირთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის ჩვენი საზოგადოების მხრიდან „წინგადადგმული ნაბიჯი“ აღმოჩნდა მათდამი გამოხატული მზრუნველობა და ქველმოქმედება. ადამიანთა ურთიერთობის ყველაზე ჰუმანური ფორმა რომ ემპათიაა, ამაზე ხომ არასოდეს და არავინ დაობს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შშმ პირებთან ურთიერთობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გულისხმობდეს სიბრალულს. აღნიშნული ურთიერთობა მიზნად უნდა ისახავდეს ამ ადამიანთა გაძლიერებას და მათთვის არა მხოლოდ იმგვარი დახმარების მიწოდებას, რაც თავის თავში არ მოიაზრებს მათი გაძლიერების შემდგომ პროცესს.

სტატიაში საუბარია სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების ფორმებსა და მეთოდებზე, განხილულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2017-2021 წლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებისათვის განხორციელებული პროგრამები და შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლები.

 

 

ავტორის ბიოგრაფია

ბადრი გიორგიძე, სო­ხუ­მის ­სახ­ელ­მწი­ფო ­უნი­ვ­ერ­სი­ტე­ტი

ეკ­ონო­მ­იკ­ის­ აკ­ად­ემიუ­რი ­დოქ­ტო­რი, ას­ოც­ირ­ებუ­ლი ­პრო­ფეს­ო­რი

წყაროები

2017 – 2021 წლების ქალაქ თბილისის ბიუჯეტი;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2017 -2021 წლების სტატისტიკური კრებულები;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ. გვერდზე http://tbilisi.gov.ge/ განთავსებული ინფორმაცია;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტს ვებ. გვერდზე http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=1540 განთავსებული ინფორმაცია;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba არსებული მონაცემები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.12.2022

როგორ უნდა ციტირება

გიორგიძე B. . (2022). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პროგრამების ფარგლებში გაწეული დაფინანსების სტატისტიკური მაჩვენებლების დინამიკა და ანალიზი 2017-2021 წლებში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(3), 50–57. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/779